ისრაელი ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, თავი ეგვიპტეს შეაფარონ
ისრაელის თავდაცვის ძალები პალესტინელებს მოუწოდებენ, ღაზის სექტორი დატოვონ და ეგვიპტეს შეაფარონ თავი.
„ვიცი, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვები-პუნქტი ჯერ კიდევ ღიაა. ვისაც შეუძლია გასვლა, ვურჩევდი, რომ გავიდნენ“, - განაცხადა თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, რიჩარდ ჰეხტმა.
ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალების ინფორმაციით, წუხელ ღაზაში მდებარე „ჰამასისა“ და სხვა ბოევიკების დაჯგუფების 200-მდე სამიზნეს დაარტყეს.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მათ მიერ განადგურებულ სამიზნეებს შორის არის: სამეთაურო და საკონტროლო პუნქტები, იარაღის შესანახი ადგილი, რომელიც, მათი თქმით, მეჩეთში იყო განთავსებული.
"ინტერპრესნიუსი"