"ნინო ქა­თა­მა­ძემ მი­თხრა, - იქ­ნებ ინ­გას ნეშტი დავ­წვათ და ისე გად­მო­ვას­ვე­ნო­თო... თქვენ ჩემი გა­გი­ჟე­ბა გინ­დათ-მეთ­ქი?!" - როგორ იხსენებენ ინგა ფერაძეს... - კვირის პალიტრა

"ნინო ქა­თა­მა­ძემ მი­თხრა, - იქ­ნებ ინ­გას ნეშტი დავ­წვათ და ისე გად­მო­ვას­ვე­ნო­თო... თქვენ ჩემი გა­გი­ჟე­ბა გინ­დათ-მეთ­ქი?!" - როგორ იხსენებენ ინგა ფერაძეს...

ბელ­გი­ა­ში, მომ­ღე­რლის - ინგა ფე­რა­ძის გარ­და­ცვალება „კვირის პალიტრას“ გუშინ მისმა შვილმა - ანა ფერაძემ ამცნო... მისი თქმით, 1970-80-იანი წლების განსაკუთრებულად აღიარებულ, ყველასათვის საყვარელ მომღერალს საქართველოში დაკრძალავენ...

ინგა ფერაძეს ჩვენთან საუბარში იხსენებენ და სინანულს გამოთქვამენ, რომ საქართველოში მისთვის ბინა ვერ გამოიძებნა და ვერც მისი საოცნებო კონცერტის ორგანიზება მოხერხდა...

ლელა ნინუა, ჟურნალისტი:

- ინგა ფერაძეს რამდენიმე წლის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ერთ-ერთ საღამოზე შევხვდი და შემდეგ ჩვენი მეგობრობა გაგრძელდა... თბილისის ძველ უბანში, საერთო საცხოვრებელში, ისეთ კედლებში, სადაც თვითონ ისტორიას ჰყვებოდნენ, ისტორიის მატარებელი - ინგა ფერაძე უფრო ახლოს გავიცანი... თავშესაფარი იყო მისთვის ეს ერთი ოთახი, საერთო საცხოვრებელი, სადაც სამზარეულო, აბაზანა, ყველაფერი საერთო იყო. პატარა ძაღლი ჰყავდა, რომელსაც თავს ევლებოდა.

თბილისი უყვარდა, სულ თბილისზე საუბრობდა. ძალიან დანანებით ამბობდა, რომ ერთი ოთახიც არ ჰქონდა, სადაც თავის ცხოვრების დარჩენილ წლებს გაატარებდა... ხელოვნება უყვარდა, ინგა ფერაძე უბადლო შემსრულებელი იყო, სიმღერების ავტორი, განსაკუთრებული ხმის ტემბრის მქონე.. სხვათა შორის დღეს ძალიან ბევრი, ცნობილი მომღერალი მისი მანერებით ინგას გვახსენებს. ამბობდა კიდეც , რომ ამ შემსრულებლებს თავად უკვალავდა გზას მანერული შესრულების კუთხით.

ძალიან დიდი გულისწყვეტა ჰქონდა, მისი ცხოვრება მის სამშობლოში რომ ვერ შედგა... თუმცა ერჩივნა ამ კედლებში, ამ სიძველეში ყოფილიყო, რომელიც ურთიერთობებს, ძველ თბილისს აგონებდა...

ინგა ფერაძე ნიჭიერი ადამიანები ძალიან უყვარდა. მათ შორის მე განსაკუთრებულად მეფერებოდა და მაქებდა. ჩემი ლექსები უყვარდა, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ხელოვნებით შემოიფარგლებოდა... არასოდეს არ დაუწუწუნია, თავიდან ბოლომდე ხელოვანი იყო და ყველანაირ პრობლემას ხელოვნებით უყურებდა, ყველანაირ ბოროტებას სიკეთით პასუხობდა. მისთვის არ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ბოროტების ჩადენა შეეძლოთ...

image-1-1696935467.png

- როგორც ვიცი, თქვენს ერთ-ერთ ლექსს ხშირად ჰყვებოდა...

- დიახ, განსაკუთრებით ჩემი ერთი ლექსი უყვარდა, რომელზეც ამბობდა, თავიდან ბოლომდე ჩემზეა, ეს ლექსი მაჩუქეო...

როდესაც ინგა ფერაძე ჩემს საავტორო გადაცემაში მივიწვიე, 45 წუთის მანძილზე პირდაპირ ეთერის მეშვეობით თავის ისტორიას ჰყვებოდა - ხელოვნებაზე, ურთიერთობებზე, თბილისზე... ჩემი ის ლექსი წაიკითხა - „...განზომილება, რომელიც მათრობს, გრძნობა, სივრცე ახლა ვნებების, ზეცაში ვცეკვავ და ჩემი ცეკვა, გადაფრენას ჰგავს მხოლოდ გედების...“ - ასე მთავრდება...

ინგა ფერაძე ისეთი ქალი, დედა, მეგობარი იყო, რომლისგანაც შეგეძლო გესწავლა, თუ როგორია ცხოვრება და ცხოვრების ყველა ეტაპზე სირთულეს როგორ უნდა უპასუხო... ძალიან საინტერესო წასაკითხი წიგნი იყო, წიგნი, რომელიც ბოლომდე ვერ წავიკითხე...

ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოსვლის შემდეგ ყოველდღე მირეკავდა, მამხნევებდა. ჩემს პრობლემებზე მასთან არასოდეს მისაუბრია, მაგრამ გაოცებულს მტოვებდა, თითქოს ყველაფერს კითხულობდა, ყველაფერი იცოდა... ყველას ურეკავდა ამერიკაში ვისაც კი იცნობდა, ლელა ორი შვილით მანდ არის და აუცილებლად დაეხმარეთ, თუ რამ შეგიძლიათო...ყველ ააწრიალა...

გულახდილად ვამბობ, მაგალითი მსურს ავიღო ასეთი პიროვნებისგან. ასეთები ჩემს გულში კი არა, სამყაროშიც სულ რჩებიან, არასოდეს კვდებიან, რადგან არიან მძაფრი, ნაღდი და ძალიან დიდ კვალს ტოვებენ... მთავარია, რომ ამ ადამიანების ამოცნობა და წაკითხვა შევძლოთ.

მე მინდა მადლობა ვუთხრა ინგა ფერაძეს, რადგან მან გარკვეულწილად თავის ნაბიჯებით, თავის შეხებით ჩემთან კვალი დამიტოვა და ამ კვალს - ინგა ფერაძე ჰქვია! ინგა ფერაძე არის ფერადი და ყოველთვის ლამაზ ფერს ტოვებს ჩემს მეხსიერებაში, ყოველთვის დატოვებს... მან ძალიან დიდი გაკვეთილი მომცა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა და გული მწყდება, რომ ვერ ავუხდინეთ, რასაც ქართველები ყველა ერთად დავპირდით, ვეცადეთ...

მე მერჩივნა ნება ყოფილიყო და ერთი პატარა ოთახი გამოენახა თუნდაც ხელისუფალთ, კულტურის სფეროს მოღვაწეებს ასეთი ადამიანისთვის, რომელსაც - ჩემი თბილისი ყოველ მეორე სიტყვაზე ჩვევათ ჰქონდა ...

არიან ადამიანები, რომლებიც არამარტო უძეგლოდ იკარგებიან, არამედ არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს არ იკარგებიან.. ერთ-ერთი არის ინგა ფერაძე, ის არასდროს არ იკარგება, ჩემთვის აუცილებლად ყველგან თავის კვალს დატოვებს, სადაც არ უნდა იყოს!

სანდრო ელოშვილი, რეჟისორი:

- ინგა ფერაძეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ... მამის დამსახურებით ცოტათი რეტროგრადი მელომანი ვარ, მიმაჩნია რომ მუსიკამ განვითარება დიდი ხნის წინ შეწყვიტა, ამიტომ ჩემთვის ემოციურ და ახლობელ ნოტებს წარსულში ვეძებ. ასე აღმოვაჩინე ინგა ფერაძეც, ჟანრობრივად მისი შემოქმედება ისედაც ახლოს იყო, არასდროს მტოვებს გულგრილს ქართული მოტივები ჯაზში, ქალბატონი ინგას ხმა კი საერთოდ, ყველასგან გამორჩეული, ინდივიდუალური, დასამახსოვრებელი ვოკალი ჰქონდა.

image-1696935491.png

შემდეგ ბებიაჩემს ვკითხე (ჩვენ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვცხოვრობდით) მომიყვა ინგაზე, მის მეგობრებზე, ულამაზეს მედეა მებურიშვილზე, კაფე "მეტროზე", სადაც მიმტანად მუშაობდა ჯუნა დავითაშვილი... ესენი იყვნენ მაშინდელი თბილისის თითით საჩვენებელი ადამიანები, რომლებიც თითქოს დროს უსწრებდნენ, ამიტომაც მტრებიც ძალიან ბევრი ჰყავდათ. ფაქტია რომ მათი ეს გამორჩეულობა მათივე ცხოვრების მტრად იქცა, თითქოს ამ ახალგაზრდული სილაღისთვის ბევრი გადაიხადეს, მედიკო გარდაცვლილი იპოვეს, ინგა კი ციხეში მოხვდა...

ინგა ფერაძე სოციალური ქსელით გავიცანი, მიმოწერისას ისეთი ტკივილიანი მარტოობა ვიგრძენი მასში... მხოლოდ ერთზე ოცნებობდა, საქართველოში, თბილისში დაბრუნებაზე და აქ სიკვდილზე.. დამრჩა შთაბეჭდილება რომ სულ ამისთვის ემზადებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა, მთხოვა დახმარება, რომ მისი კონცერტის ორგანიზებაში დავხმარებოდი, როგორც ვიცი ჩემს გარდა სხვებთანაც ჰქონდა გამხელილი ეს ოცნება, მუსიკოსებთან, მომღერლებთან, პროდიუსერებთან... კონცერტზე მეტი იქნებოდა მისთვის, ეს უნდა ყოფილიყო მის საყვარელ ქალაქში სამუდამოდ დაბრუნება, არ გამოვიდა, გული მწყდება რომ ამ ტკივილით წავიდა, მარტოობაში, შორს საქართველოდან... მისი სიმღერები დარჩება, მასავით სევდიანი, მაგრამ სიყვარულით სავსე...

(სპეციალურად საიტისთვის)

ambebi.ge-სთან საუბარში ინგა ფერაძის ქალიშვილი - ანა ფერაძე აღნიშნავს:

- დედა ბოლო დროს ცუ­დად იყო, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა. ერთი მენ­ჯის ძვლის, ამო­ვარ­დნი­ლი ჰქონ­და და ჩა­უს­ვეს. ამის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და, ნაწ­ლა­ვებ­ზე შე­ექ­მნა პრობ­ლე­მა. ექი­მე­ბის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ოპე­რა­ცია, მი­თხრეს, - თუ ოპე­რა­ცია არ გა­ვუ­კე­თეთ, გარ­და­იც­ვლე­ბა და ოპე­რა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, კი­დევ არის პა­ტა­რა შან­სი რომ იცო­ცხლო­სო. დავ­თან­ხმდი, რად­გან იმე­დი მქონ­და, რომ ცოტა ხანი მა­ინც იცო­ცხლებ­და. თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ძა­ლი­ან და­სუს­ტდა, ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, რამ­დე­ნი­მე დღე იცო­ცხლა და გუ­შინ დი­ლას და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა.

photo-1696935539.jpg

- ანუ­კი, თქვენ გინ­დათ, რომ დედა სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ას­ვე­ნონ, რო­გორც ვი­ცით, ეს სა­ელ­ჩოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა...

- დიახ, კონ­სულ­თან, რუ­სუ­დან დი­დე­ბუ­ლი­ძეს­თან მაქვს სა­ტე­ლე­ფო­ნო ურ­თი­ერ­თო­ბა და რო­გორც მი­თხრეს, ინ­გას ცხე­დარს სა­ხელ­მწი­ფო ხარ­ჯით გად­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ძა­ლი­ან მინ­და, რომ დედა უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ვა­ცი­ლო, მაგ­რამ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ვერ ვა­ხერ­ხებ ჩა­მოს­ვლას. ბი­ლე­თის ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მქონ­დეს, ჩა­მო­ვი­დო­დი.

- ანუ­კი, ზა­ფხულ­ში ინ­გას სა­ხელ­ზე ფონ­დი გა­ა­კე­თეს, სა­დაც თან­ხა გროვ­დე­ბო­და, რომ­ლი­თაც მისი ჩა­მოყ­ვა­ნა უნ­დო­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში. თქვე­ნამ­დე თუ მო­ვი­და ეს ფული? გააგრძელეთ კითხვა