"არსად მივდივართ, მე და ალა, ბავშვებთან ერთად, ისრაელში ვრჩებით" - მაქსიმ გალკინი - კვირის პალიტრა

"არსად მივდივართ, მე და ალა, ბავშვებთან ერთად, ისრაელში ვრჩებით" - მაქსიმ გალკინი

ტე­ლე­წამ­ყვან­მა მაქ­სიმ გალ­კინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის, მისი მე­უღ­ლე ალა პუ­გა­ჩო­ვა შვი­ლებ­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში რჩე­ბი­ან, მი­უ­ხე­და­ვად ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლე­ბი­სა. შო­უ­მენ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც მან უარ­ყო ჭო­რე­ბი, რომ ის და მისი ოჯა­ხი "გა­იქ­ცნენ" ის­რა­ე­ლი­დან "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმის შემ­დეგ.

გალ­კინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის­რა­ე­ლი იყო მათი "შეგ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი", რო­დე­საც მათ და­ტო­ვეს რუ­სე­თი მას შემ­დეგ, რაც რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი შე­იჭრ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში.

"ჩვენ მრა­ვა­ლი წე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ, 27 ლა­მა­ზი ქვეყ­ნი­დან ერთ-ერ­თში შეგ­ვიძ­ლია ვი­ცხოვ­როთ ნე­ბის­მი­ერ დროს, უპ­რობ­ლე­მოდ, ხვა­ლაც კი. მაგ­რამ ის­რა­ე­ლი ავირ­ჩი­ეთ იმი­ტომ, რომ აქ მე და ალა თავს მშვი­დად ვგრძნობთ", - გან­მარ­ტა გალ­კინ­მა.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ის დე­დის მხრი­დან ებ­რა­ე­ლია და სურს მხა­რი და­უ­ჭი­როს ის­რა­ელს "ამ მარ­თლაც რთულ, რთულ მო­მენ­ტში".

"ჩვენ ვა­მა­ყობთ, რომ ახლა ჩვე­ნი სა­ხე­ლი ასო­ცირ­დე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ერ­თან, სა­ხელ­მწი­ფოს­თან, სა­დაც პატ­რი­ო­ტიზ­მი არ არის ხე­ლოვ­ნუ­რი და ზე­მო­დან და­წე­სე­ბუ­ლი. ის მო­დის მი­ლი­ო­ნო­ბით ის­რა­ე­ლის გუ­ლის სიღ­რმი­დან", - თქვა ხე­ლო­ვან­მა და დას­ძი­ნა, რომ დაჭ­რილ ებ­რა­ელ სამ­ხედ­რო­ებს სა­კუ­თარ სის­ხლს გა­და­უს­ხამს. (გააგრძელეთ კითხვა)