მამაკაცი ტრაქტორიდან გადმოვარდა, წამოდგომა ვერ მოასწრო და მუხლუხომ გადაუარა - უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევას შუახნის კაცი ემსხვერპლა. ფაქტი დედოფლისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტრაქტორიდან გადმოვარდა, წამოდგომა ვერ მოახერხა და მუხლუხომ გადაუარა. მიღებული დაზიანებებით ის ადგილზე გარდაიცვალა.
"ინტერპრესნიუსი"