"ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო" - რას აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი? - კვირის პალიტრა

"ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო" - რას აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი?

ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ღაზასთან საზღვარზე სამხედროებთან საუბარში განაცხადა.

“ყველა შეზღუდვა მოვხსენით, ტერიტორიის კონტროლი [დავუბრუნეთ], და სრულ შეტევაზე გადავდივართ…

თქვენ აქ რეალობის შეცვლის შესაძლებლობა გექნებათ. თქვენ [გადახდილი] ფასი ნახეთ, და ცვლილებასაც ნახავთ. „ჰამასს“ ღაზაში ცვლილება უნდოდა, ის 180 გრადუსით შეიცვლება იმისგან, რასაც ფიქრობდნენ…

ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს არ დაუბრუნდება იმას, რაც აქამდე იყო…

ვინც თავების მოჭრამდე, ქალების, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების მკვლელობამდე მივა - ჩვენ მათ მთელი ძალით და კომპრომისის გარეშე მოვსპობთ”, - განაცხადა გალანტმა.

"ინტერპრესნიუსი"