"რას აკეთებს შეერთებული შტატების ავიამზიდი ისრაელში? რის გასაკეთებლად მიდის? - ის ღაზას მიმდებარე ტერიტორიას დაბომბავს და სერიოზულ ხოცვა-ჟლეტას დაიწყებს" - რას აცხადებს ერდოღანი? - კვირის პალიტრა

"რას აკეთებს შეერთებული შტატების ავიამზიდი ისრაელში? რის გასაკეთებლად მიდის? - ის ღაზას მიმდებარე ტერიტორიას დაბომბავს და სერიოზულ ხოცვა-ჟლეტას დაიწყებს" - რას აცხადებს ერდოღანი?

ის­რა­ელ­ში ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­მზი­დის ჩას­ვლას “სე­რი­ო­ზულ ხოც­ვა-ჟლეტვის” გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა ავ­სტრი­ის კან­ცლერ კარლ ნე­ჰა­მერ­თან ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ერ­დო­ღან­მა ღა­ზას სექ­ტო­რის ბლო­კა­დის ის­რა­ე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წყლის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტა მათ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს არ­ღვევს.

“რას აკე­თებს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ავი­ა­მზი­დი ის­რა­ელ­ში? რის გა­სა­კე­თებ­ლად მი­დის? ის ღა­ზას მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას და­ბომ­ბავს და სე­რი­ო­ზულ ხოც­ვა-ჟლე­ტას და­ი­წყებს”, - გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ი­მე­ო­რა თა­ვი­სი წი­ნა­და­დე­ბა მხა­რე­ებს შო­რის მე­დი­ა­ტო­რად გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ და გა­ნა­ცხა­და, რომ ომის და­სამ­თავ­რებ­ლად ძა­ლის­ხმე­ვას გა­აგ­რძე­ლებს. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სამ­შა­ბათს იგი სა­უ­ბარს გა­მარ­თავს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან, ასე­ვე გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან ან­ტო­ნიო გუ­ტე­რეშ­თან.

"რას აკეთებს შეერთებული შტატების ავიამზიდი ისრაელში? რის გასაკეთებლად მიდის? - ის ღაზას მიმდებარე ტერიტორიას დაბომბავს და სერიოზულ ხოცვა-ჟლეტას დაიწყებს"