თითქმის მიწასთან გასწორებული ღაზა და მძიმე სიტუაცია პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე - რა ხდებოდა წუხელ ცხელ წერტილებში? - კვირის პალიტრა

თითქმის მიწასთან გასწორებული ღაზა და მძიმე სიტუაცია პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე - რა ხდებოდა წუხელ ცხელ წერტილებში?

ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 1200-მდე გა­ი­ზარ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი საზ­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი Kan-ი ავ­რცე­ლებს. Kan-ის ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის, ძი­რი­თა­დად, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბია.

ამავდრო­უ­ლად, პა­ლეს­ტი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ღა­ზა­ში გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 900-ს აჭარ­ბებს, ხოლო 4 250 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რი­ლია.

ის­რა­ელ­მა ღა­ზას სექ­ტო­რის მახ­ლობ­ლად 300 000 ჯა­რის­კა­ცი გა­ნა­ლა­გა. ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის პრესს­პი­კერ­მა, ჯო­ნა­თან კონ­რი­კუს­მა გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ გან­ვა­თავ­სეთ, გა­ვაგ­ზავ­ნეთ ჩვე­ნი ქვე­ი­თი, ჯავ­შან­სა­ტან­კო ჯა­რე­ბი, ჩვე­ნი სა­არ­ტი­ლე­რიო კორ­პუ­სი და ბევ­რი სხვა ჯა­რის­კა­ცი რე­ზერ­ვი­დან - 300 000-მდე და ისი­ნი ახლა ღა­ზას სექ­ტორ­თან ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბი­ან და იმ მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად ემ­ზა­დე­ბი­ან, რო­მე­ლიც ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ დაგ­ვა­კის­რა“, - აღ­ნიშ­ნა ჯო­ნა­თან კონ­რი­კუს­მა.

მისი თქმით, მი­სია ით­ვა­ლის­წი­ნებს იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რომ „ჰა­მასს“, ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აღარ ჰქონ­დეს.

"ეს არის იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რომ „ჰა­მასს“, ამ ომის და­სას­რულს, არ ჰქონ­დეს რა­ი­მე სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ­ლი­თაც ისი­ნი შეძ­ლე­ბენ და­ე­მუქ­რონ ან მოკ­ლან ის­რა­ე­ლის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი,” - გა­ნა­ცხა­და ჯო­ნა­თან კონ­რი­კუს­მა.

რა ხდე­ბო­და წუ­ხელ ის­რა­ელ­სა და ღა­ზა­ში - მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ავ­რცე­ლებს:

- წუ­ხელ, გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბე­ბის მო­სა­ზღვრედ ის­რა­ელ­მა სა­პა­სუ­ხო სა­არ­ტი­ლე­რიო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა სი­რი­ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ზე, სა­ი­და­ნაც მა­ნამ­დე ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ებ­რა­ულ პო­ზი­ცი­ებს გო­ლან­ში. ახლა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა სი­რი­ის მხრი­დან რა­ი­მე მას­შტა­ბუ­რი ვი­ხი­ლოთ, მაგ­რამ ერ­თის მხრივ ის­რა­ელ­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი შეხ­ლა და­მას­კო­ში მყოფ ასა­დის მთავ­რო­ბას თა­ვი­სი რე­პუ­ტა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა და ამას­თან ირა­ნის მი­თი­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც გა­მოს­დის. არც ისაა და­სა­ვი­წყე­ბე­ლი, რომ გო­ლა­ნი ის­რა­ელ­სა და სი­რი­ას შო­რის სა­დაო ტე­რი­ტო­რი­აა. ზო­გა­დად ის­რა­ე­ლის არ­მი­ის ად­გილ­ზე შე­ბოჭ­ვის მცდე­ლო­ბა ხდე­ბა ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში. (გააგრძელეთ კითხვა)