ზელენსკის ბინა წაართვეს და აუქციონზე ჰყიდიან - რამდენად აფასებენ რუსი ოკუპანტები უკრაინის პრეზიდენტის ბინას, რომელიც მას ყირიმში ჰქონდა
რუსი ოკუპანტები ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბინას ყიდიან. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ყირიმის ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, ბინის „ნაციონალიზება მოხდა“.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბინა პრეზიდენტის მეუღლეზე, ელენა ზელენსკიზე იყო გაფორმებული. ის ლევადიაში, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. ბინის ფართობი 100 კვადრატული მეტრია და მისი საბაზრო ღირებულება 24 მილიონი რუბლია(დაახლოებით 240 ათასი დოლარი).
ყირიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის ვლადიმირ კონსტანტინოვის ინფორმაციით, ზელენსკის ბინის გაყიდვიდან შესული ფული ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა საჭიროებებს მოხმარდება.