ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატო-ს შტაბ-ბინას პირველად ეწვია - კვირის პალიტრა

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატო-ს შტაბ-ბინას პირველად ეწვია

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატო-ს შტაბ-ბინას პირველად სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ალიანსი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის მინისტრ, რუსტემ უმაროვთან ერთად ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინას ეწვია.

დღეს ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას გამართავს, ხოლო შემდეგ ნატო-ს თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართავს.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ზელენსკი ნატო-ს შტაბ-ბინას პირადად სტუმრობს.

"ინტერპრესნიუსი"