მოსკოვში მეტროს ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა
მოსკოვში მეტროს ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
შემთხვევა მეტროსადგურ "პეჩატნიკზე" მოხდა. მატარებელს, რომელიც სადგურზე იდგა, მეორე მატარებელი დაეჯახა, რომელიც მგზავრების გარეშე მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად მემანქანე დაშავდა. მგზავრებს სერიოზული დაზიანება არ მიუღიათ.