"თქვენ უნდა იმოქმედოთ სწრაფად და გამოიყვანოთ შანი ღაზას სექტორიდან!" - "ჰამასის" მიერ გატაცებული შანი ლუკის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ცოცხალია
გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი, რომელიც „ჰამასის“ „ბოევიკებმა“ ისრაელში შეჭრის პირველივე დღეს ტყვედ აიყვანეს, შესაძლოა, ცოცხალი იყოს. ამის შესახებ, დედამ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ქალის თქმით, მისი ქალიშვილი მძიმე მდგომარეობაშია და ღაზას სექტორის საავადმყოფოში იმყოფება. დაზარალებულს სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება.
გერმანულ ტაბლოიდთან Bild-თან საუბრისას, რიკარდა ლუკმა განაცხადა: „ახლა გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ შანი ცოცხალია, მაგრამ სერიოზული ტრავმა აქვს თავის არეში და კრიტიკულ მდგომარეობაშია. ყოველი წუთი ძვირფასია.“
მან თხოვნით მიმართა გერმანიის ფედერალურ ხელისუფლებას, რათა დაეწყოთ ოპერაცია ღაზაში, რომელსაც ჰამასი აკონტროლებს, რათა გადაარჩინონ მისი ქალიშვილი.
"თქვენ უნდა იმოქმედოთ სწრაფად და გამოიყვანოთ შანი ღაზას სექტორიდან!" - ამის შესახებ მან გერმანელი ჩინოვნიკებისადმი მიმართულ შეტყობინებაში განაცხადა.
უცხოური მედია წერს, რომ მათ ვერ შეძლეს ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება. (გააგრძელეთ კითხვა)