“დღეს გავიგე, რომ 14 წლის აიტაჯმა ერთხელ მოახერხა სახლამდე მიღწევა, დედამისმა ქმრის სახლში დააბრუნა“ - სამირა ბაირამოვა მოკლული გოგოს ნიშნობის ფოტოს და ახალ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. 14 წლის გოგონა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოკლული გოგონა აითაჯ შახმაროვა წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. როგორც ირკვევა, გოგონა, დაახლოებით, 2 თვეა, რაც გაათხოვეს.
აქტივისტი სამირა ბაირამოვა 14 წლის გოგოს შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
“დღეს გავიგე, რომ 14 წლის მოტაცებულმა აიტაჯმა სამჯერ სახლიდან გაქცევა სცადა. ერთხელაც კი მოახერხა სახლამდე მიღწევა. მაშინ დედამისმა უკან, ქმრის სახლში დააბრუნა.
მისი იძულებითი დანიშვნის მიზანი ბიჭის ოჯახის სიმდიდრე ყოფილა.
აიტაჯის ოჯახს ერთ დროს მარნეულში ქირითაც უცხოვრია. ეს ფოტო აიტაჯის ნიშნობიდანაა.“