"ისრაელზე თავდასხმამ ზედაპირზე ძალიან მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები ამოატივტივა"
აშშ ისრაელს მხარში უდგას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, იგი “ძალიან ახლოდან” ადევნებს თვალს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ოთხშაბათს დილით ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მისი თქმით, საუბარში მონაწილეობას, ასევე, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იღებდნენ.
“ამ თავდასხმამ ზედაპირზე ძალიან მტკივნეული მოგონებები და ნაიარევები ამოატივტივა, რომლებიც ათასწლეულის განმავლობაში ანტისემიტიზმმა და ებრაელი ხალხის მიმართ გენოციდმა შექმნა... და ამ მომენტში ძალიან მკაფიო უნდა ვიყოთ: ტერორიზმს გამართლება არ აქვს”, - განაცხადა ბაიდენმა.
მან გაიმეორა აშშ-ის “ურყევი” ერთგულება ებრაელი ხალხის უსაფრთხოებისადმი.
"ინტერპრესნიუსი"