"მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ თვრამეტი წლის იყო - ვნანობ, მაგრამ..." - რა თქვა სასამართლოზე 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა - კვირის პალიტრა

"მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ თვრამეტი წლის იყო - ვნანობ, მაგრამ..." - რა თქვა სასამართლოზე 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა

"ვნა­ნობ, მაგ­რამ ეს გან­ზრახ არ ყო­ფი­ლა, არ ვა­ღი­ა­რებ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას", - ამის შე­სა­ხებ 14 წლის გო­გო­ნას, აი­თაჯ შახ­მა­რო­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ­მა ალიმ ას­ლა­ნოვ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ია­რა­ღი პნევ­მა­ტუ­რი ეგო­ნა.

"მე­გო­ნა მხო­ლოდ ჭრი­ლო­ბას მი­ვა­ყე­ნებ­დი და როცა სის­ხლი და­ვი­ნა­ხე, შე­მე­შინ­და და გა­ვი­ქე­ცი. მე­გო­ნა, პნევ­მა­ტუ­რი იყო და მხო­ლოდ ხმას გა­მოს­ცემ­და. ია­რა­ღის ტა­რე­ბაც არ ვიცი, არას­დროს მქო­ნია ის“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა ალიმ ას­ლა­ნოვ­მა.

ასე­ვე, პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მან არ იცო­და, რომ მისი მე­უღ­ლე არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო.

"მე არ მყავ­და არას­რულ­წლო­ვა­ნი ცო­ლად, დე­და­მი­სი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ის თვრა­მე­ტი წლის იყო“, - გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა, რომ­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას და თარ­გმანს ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლა“ ავ­რცე­ლებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 27 წლის ალიმ ას­ლა­ნოვს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ე’’ "თ’’ და "კ’’ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით), 236-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ’’ ქვე­პუნ­ქტით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, 2023 წლის ზა­ფხულ­ში, არას­რულ­წლო­ვანს ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის მიზ­ნით, გამ­ტა­ცე­ბელ­მა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლამ­ბა­ლო­ში მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულს შე­ზღუ­დუ­ლი ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, არას­რულ­წლო­ვან­მა მო­ა­ხერ­ხა გა­პარ­ვა, უცხო პი­რის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბა და მისი გა­ტა­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რაც ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და გა­ტა­ცე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ბი­ძის­თვის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არას­რულ­წლოვ­ნის დე­დის­თვის და ბი­ძის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და 14 წლის გო­გო­ნას მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, მათ მი­აჩ­ნდათ, რომ არას­რულ­წლო­ვანს არ ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნის და არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არ შე­ა­ტყო­ბი­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს და ბავ­შვს გამ­ტა­ცე­ბელ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აი­ძუ­ლეს.