"ლევან წულაძემ ახალი ცხოვრება დაიწყო, ის ორ ადგილას მუშაობას ვერ მოახერხებდა" - რატომ წავიდა "ჭოლა" მარჯანიშვილის თეატრიდან: რას ჰყვება რეჟისორის გეგმებზე მისი გუნდის წევრი? - კვირის პალიტრა

"ლევან წულაძემ ახალი ცხოვრება დაიწყო, ის ორ ადგილას მუშაობას ვერ მოახერხებდა" - რატომ წავიდა "ჭოლა" მარჯანიშვილის თეატრიდან: რას ჰყვება რეჟისორის გეგმებზე მისი გუნდის წევრი?

ორი დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლე­ვან წუ­ლა­ძემ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა. აღ­ნიშ­ნულს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა.

ზო­გის მი­აჩ­ნია, რომ აი­ძუ­ლეს წა­სუ­ლი­ყო თე­ატ­რი­დან და ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა, ზოგს მი­აჩ­ნია, რომ ადა­მი­ანს ახა­ლი თე­ატ­რის შექ­მნა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა უნ­დო­და და სურ­ვი­ლი აი­სუ­რა. ვი­ნა­ი­დანნ ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა ჯერ ვერ მო­ხერ­ხდა. AMBEBI.GE ეკა­ტე­რი­ნე მაზმიშ­ვილს, "თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ხე­ლოს­ნო 42-ის" გუნ­დის წევ­რს ესა­უბ­რა:

"ეს ის სა­კი­თხე­ბია, რა­ზეც ბა­ტონ­მა ლე­ვან­მა უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი ისე, რო­გორც თვი­თონ ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ. მე შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ 25 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნა ახა­ლი თე­ატ­რი და ამ­ჟა­მად ამით ვართ მო­ცუ­ლი და მთლი­ა­ნად და­კა­ვე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ნი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, ვი­ცო­დით, რო­გორც კი ახალ თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა და­ი­წყე­ბო­და, ის წა­მო­ვი­დო­და თე­ატ­რი­დან. ამ ეტაპ­ზე მისი 2 თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა სრუ­ლი­ად გა­მო­რი­ცხუ­ლია და ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი, ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და.

მის­თვის, რა თქმა უნდა, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია და ეს თა­ვად­ვე გა­და­წყვი­ტა. ამის გარ­შე­მო ლა­პა­რა­კი, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია, აზრი და ვა­რა­უ­დი, რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა იყოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი თვი­თონ ფაქ­ტია, ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, რომ ლე­ვან წუ­ლა­ძე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან წა­მო­ვი­და და და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო...

- ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს სჯე­რა, რომ რე­ჟი­სო­რის ახა­ლი ცხოვ­რე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც, ჯერ კი­დევ 2000-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში, მან მი­ძი­ნე­ბუ­ლი და ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი "თე­ატ­რა­ლუ­რი სარ­და­ფის" შექ­მნით გა­მო­ა­ცო­ცხლა...

- კი, გე­თან­ხმე­ბით და ახლა ყვე­ლა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ იმით, რომ თე­ატ­რი მა­ღალ დო­ნე­ზე ამუ­შავ­დეს. მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იტ­ვირ­თოს. ამი­ტომ სხვა რა­მის­თვის დრო არ გვაქვს, მათ შო­რის, ამა თუ იმ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის თუნ­დაც მო­სას­მე­ნად თუ გან­სა­ხილ­ვე­ლად.

- ერთ-ერთი ვა­რა­უ­დი, რაც კო­მენ­ტა­რებ­ში ამო­ვი­კი­თხე, ის იყო, რომ ლე­ვან წუ­ლა­ძე აი­ძუ­ლეს, თე­ატ­რი­დან წა­სუ­ლი­ყო... არა­და, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ სა­კუ­თარ გვერ­დზე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის..

- ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პე­რი­ო­დია თე­ატ­რის­თვის. ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, თუ რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ეპო­ქა შექ­მნა "მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში" მსა­ხი­ო­ბე­ბის, სპექ­ტაკ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯის და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გაზ­რდის კუ­თხით. არა­ერ­თი ახა­ლი მსა­ხი­ო­ბი გა­მოჩ­ნდა სცე­ნა­ზე, ბევ­რიც სულ სხვა კუ­თხი­დან დაგ­ვა­ნა­ხა. ამას­თან, ახა­ლი თა­ო­ბის სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟი­სო­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლებ­მაც მუ­შა­ო­ბა თა­ვი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში და­ი­წყეს. თე­ატ­რი ყვე­ლას აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, ემუ­შა­ვა. მან შექ­მნა თე­ატ­რა­ლე­ბის დიდი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მელ­საც ასე­ვე კარ­გი სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯი გა­უჩ­ნდათ. არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში მისი სპექ­ტაკ­ლე­ბის გას­ტრო­ლე­ბი დიდი წარ­მა­ტე­ბით მი­დი­ო­და, იყო კოპ­რო­დუქ­ცე­ბიც, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუმ­რე­ბი.

18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თე­ატ­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა "მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში" დუღ­და. მუ­შა­ობ­და რამ­დე­ნი­მე სცე­ნა, არ­სე­ბობ­და გას­ვლი­თი სპექ­ტაკ­ლე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­ში და იმ ად­გი­ლებ­შიც, სა­დაც რთუ­ლია სპექ­ტაკ­ლი ჩა­ტა­რე­ბა. ბევ­რს სხვა­დას­ხვა თე­ატრს ვმას­პინ­ძლობ­დით. მა­ყუ­რებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50.000-ს აღ­წევ­და. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის გა­კე­თე­ბის არ გვე­ში­ნო­და. ლე­ვან წუ­ლა­ძე სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუდ­მი­ვად ფიქ­რობ­და. დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი მად­ლო­ბას უხ­დი­ან, რომ მისი დახ­მა­რე­ბით და ჩარ­თუ­ლო­ბით ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს მიღ­წი­ეს. გააგრძელეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ - "წულუკიანს რას აბრალებენ?! ჭოლა თითქმის 60 წლისაა, ამ დროს დაიწყო ახლიდან, რაც უკვე ნიშნავს, რომ გაიმარჯვე!" - რას ამბობენ ჭოლას წასვლაზე მარჯანიშვილის თეატრში