წვეულება კახეთში, უნგრეთის პრემიერის პატივსაცემად: ქართული ცეკვა-სიმღერა, ორბანის სადღეგრძელო და მაღალი რანგის სტუმრები - ფოტოები წინანდლიდან - კვირის პალიტრა

წვეულება კახეთში, უნგრეთის პრემიერის პატივსაცემად: ქართული ცეკვა-სიმღერა, ორბანის სადღეგრძელო და მაღალი რანგის სტუმრები - ფოტოები წინანდლიდან

"უაღ­რე­სად მად­ლო­ბე­ლი ვარ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ორ­ბა­ნის და მისი მთავ­რო­ბი­სა ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბის­თვის, ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ასე­ვე - მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბი­სა, გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი და მე მაქვს პრი­ვი­ლე­გია, ავ­წიო ეს ჭიქა, რო­გორც ჩემი ძვირ­ფა­სი კო­ლე­გის პირ­ვე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლის სა­ხე­ლით უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და მისი მე­უღ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ოფი­ცი­ა­ლურ სა­დილ­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ორ­ბა­ნი არის სა­მა­გა­ლი­თო ლი­დე­რი და მი­სა­ბა­ძი პო­ლი­ტი­კო­სი

„ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და პრი­ვი­ლე­გი­აა, ვუ­მას­პინ­ძლო ჩემს ძვირ­ფას მე­გო­ბარს, კო­ლე­გას - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ორ­ბან­სა და მის მე­უღ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვთქვა, რამ­დე­ნად ვა­ფა­სებთ ამ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და მე­გობ­რო­ბას უნ­გრეთ­თან.

მე­ო­რე რიგ­ში, აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩემ­თვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ორ­ბა­ნი არის სა­მა­გა­ლი­თო ლი­დე­რი, მი­სა­ბა­ძი პო­ლი­ტი­კო­სი და მე­სა­მე, უაღ­რე­სად მად­ლო­ბე­ლი ვარ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ორ­ბა­ნის და მისი მთავ­რო­ბი­სა ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბის­თვის, ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ასე­ვე - მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მის­წრა­ფე­ბი­სა, გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი და მე მაქვს პრი­ვი­ლე­გია, ავ­წიო ეს ჭიქა, რო­გორც ჩემი ძვირ­ფა­სი კო­ლე­გის პირ­ვე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო.

იმი­ტომ, რომ ეს ვი­ზი­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ კრი­ტი­კულ დროს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის, რათა ყვე­ლამ და­ი­ნა­ხოს, ვინ არის ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს და ვი­საც სურს ნა­ხოს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­ში და ევ­რო­პას­თან. ასე რომ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, დიდი მად­ლო­ბა ვი­ზი­ტის­თვის. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ორ­ბანს გა­უ­მარ­ჯოს!”, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები