"სიცოცხლის ბოლომდე გვერდით სოხუმელი მეგობრები ედგნენ...." - ჩცდ-ს ყოფილი მსახიობი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა გარდაიცვალა: რას ჰყვება მასზე მეგობარი? - კვირის პალიტრა

"სიცოცხლის ბოლომდე გვერდით სოხუმელი მეგობრები ედგნენ...." - ჩცდ-ს ყოფილი მსახიობი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა გარდაიცვალა: რას ჰყვება მასზე მეგობარი?

დარე ლა­ცუზ­ბა­ია პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი, მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბით“ გარ­და­იც­ვა­ლა. ქალ­ბა­ტო­ნი დარე ბოლო 15 წლის მან­ძილ­ზე სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და. სამი წლის წინ, ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ ვე­რა­გი სენი და­ა­მარ­ცხა.

მისი ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. წლე­ბის წინ, აფხა­ზე­თის ომამ­დე, იყო ქალი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და მშობ­ლი­ურ სო­ხუმ­ში და ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ომმა მისი ცხოვ­რე­ბა და­ან­გრია - ჯერ იყო დევ­ნი­ლო­ბის ხვედ­რი, შემ­დეგ სამ­შობ­ლო­დან შორს ცხოვ­რე­ბა და სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი, რის გა­მოც, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

დარე სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის - ირი­ნა კუპ­რა­ვას როლს თა­მა­შობ­და. ის ყო­ველ­თვის ბედ­ნი­ე­რი იყო სა­კუ­თა­რი ეპი­ზო­დუ­რი რო­ლით და უხა­რო­და, რო, ხალ­ხის­თვის საყ­ვა­რელ სე­რი­ალ­ში თა­მა­შობ­და.

დარე ლა­ცუზ­ბა­ი­ას შე­სა­ხებ, Ambebi.ge-ს მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, ცნო­ბი­ლი ექი­მი, მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

- ქალბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, დარე სამი წლის წინ ჩვე­ნან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა, რა მოხ­და ახლა რო­დის დამ­ძიმ­და მისი მდგო­ამ­რე­ო­ბა?

- დარე წლე­ბია, რაც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის, პირ­ვე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ გა­ი­გო და ამის შემ­დეგ იყო მუდ­მი­ვი ბრძო­ლა. ამ პე­რი­ო­დებ­ში ჰქონ­და ცალ­კე­უ­ლი გამ­წვა­ვე­ბე­ბი, იტა­რებ­და კონ­ტროლს. ბო­ლოს ისე დამ­ძიმ­და, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

- თქვენ ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, სო­ხუ­მი­დან მო­დი­ხართ...

- არც მახ­სოვს დარე რო­დის გა­ვი­ცა­ნი, სო­ხუმ­ში ერთ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით. ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და. ამა­ვე დროს იყო­მო­დის პირ­ვე­ლი შე­მომ­ტა­ნი ქა­ლაქ­ში, ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად იც­ვამ­და. ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. არ მახ­სოვს არა­სო­დეს ცუდ ხა­სი­ათ­ზე ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ზე ენერ­ვი­უ­ლა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი. არ მი­ნა­ხავს არა­სო­დეს ვინ­მე­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, ნა­წყე­ნი, ამას ხმა­მაღ­ლა არა­სო­დეს გა­მო­ხა­ტავ­და.

და­რეს დედა გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალი იყო, ცნო­ბი­ლი პე­და­გო­გი გახ­ლდათ სო­ხუმ­ში. ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რი ქალი იყო, მისი ეში­ნო­დათ და თან ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ. თვი­თო­ნაც ფი­ლო­ლო­გი იყო, სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რდა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები