"ისრაელი ღაზას ელექტროენერგიას და წყალს იქამდე არ მიაწვდის, ვიდრე მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან" - კვირის პალიტრა

"ისრაელი ღაზას ელექტროენერგიას და წყალს იქამდე არ მიაწვდის, ვიდრე მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან"

ისრაელი ღაზას ელექტროენერგიას და წყალს იქამდე არ მიაწვდის, ვიდრე მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან, - ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს.

„ჰუმანიტარული დახმარება ღაზას? არც ერთი ელექტრო ჩამრთველი არ ჩაირთვება, არც ერთი წყლის ტუმბო არ გაიხსნება და არც ერთი საწვავით დატვირთული მანქანა არ შევა ღაზაში, ვიდრე გატაცებულები სახლებში არ დაბრუნდებიან. ჰუმანიტარული დახმარება ჰუმანიზმისთვის. ჩვენ მორალს ვერავინ წაგვიკითხავს”, - წერს ისრაელ კაცი „ტვიტერის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ ღაზისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა.

"ინტერპრესნიუსი"