"საინტერესოა, ვინ წავა წინასწარ წაგებულ თამაშზე" - რატომ "ეახლა" ხაბეიშვილის გუნდი კეზერაშვილს და იგეგმება თუ არა ცვლილებები ენმ-ს ლიდერშიფში
ორი დღის წინ, ენმ-ს მენეჯმენტი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან გაფრინდა. პარტიის ლიდერებს ჟურნალისტებისთვის ვიზიტის მოტივი არ აუხსნიათ. როგორც მმართველი პარტიის კულუარებში ამბობენ, ენმ-ში ცვლილებები იქნება და სავარაუდოდ, მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის - ლევან ხაბეიშვილის ნიკა გვარამიათი ჩანაცვლება იგეგმება.
ენმ-ს თბილისში დარჩენილმა წევრებმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოფისის გახსნა აღნიშნეს, მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ოფისის გახსნას ნიკა მელია და ბაჩო დოლიძე ესწრებოდნენ.მანამდე მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სწორედ დღეს არის "ერთიანობისა და მობილიზების დრო", ხოლო ეს ოფისი ღია იქნება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია.
"გამარჯვების ფორმულა ერთიანობაში და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას. გპირდებით, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ", - დაწერა სააკაშვილმა, რომელიც მისი დაფუძნებული პარტიის გადარჩენას ცდილობს. შეძლებს თუ არა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი დაქსაქსული პარტიის კონსოლიდაციას და დაბნეული ნაცელექტორატის შენაჩუნებას, ცოტა ძნელად წარმოსადგენია.
AMBEBI.GE-ს წყარო ენმ-დან ეუბნება, რომ წარმოუდგენლად ეჩვენება სააკაშვილის ოფისთან ხაბეიშვილის ფრთის თანამშრომლობა:
"მიშა ოფისს ხსნის, მაგრამ მათთან ხაბეიშვილის ჯგუფი როგორ იმუშავებს? "ოცნების“ ერთადერთი დამანგრეველი ძალა ენმ იყო და ვინ გახეთქა ეს მონოლითი? - ამომრჩევლისთვის ყველაზე მიუღებელმა პერსონებმა - მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით, რად უნდა ამას მკითხაობა. ახლა ხაბეიშვილის ფრთა კვიპროსზე გაფრინდა და ძნელი მისახვედრი არაა, რომ ფულისთვის ეახლნენ ფულის ტომარას. "ნაცების" აქეთა მხარე, მელიას ჯგუფი ამტკიცებს, რომ კეზერაშვილმა ეს ფული, თავის დროზე, მიშასგან მოტეხა და ის ახლა ამ თანხებით აფინანსებს თავის ფრთას. კეზერაშვილს ადრე მელიასთან ჰქონდა შეხვედრა (თავმჯდომარეობის დროს), რა დროსაც მას ფული შესთავაზა, უთხრა, აგერ გვაქვს პარტიისთვის ფული და გამოიყენეთო. მელიას უთქვამს, მოვტყუვდი, მაშინვე უარი რომ ვუთხარი, ვიფიქრე, მიშას ოინები არ იყოს, მაგრამ ჯერ უნდა მესმინა, მეტი მელაპარაკა და მისგან ბევრ რამეს გავიგებდიო. (გააგრძელეთ კითხვა)