სანადიროდ იყვნენ, ერთ-ერთს ტყვია გაუვარდა და...- ყვარელში უბედურ შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სანადიროდ იყვნენ, ერთ-ერთს ტყვია გაუვარდა და...- ყვარელში უბედურ შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ყვარელში უბედურ შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუის ტყეში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იყო წასული რა დროსაც ერთ-ერთ იქ მყოფს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და დაიჭრა. მიღებული ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსს"