საგანგაშო სტატისტიკა - ევროკავშირში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საქართველო რეგიონში 2-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი მე-10 - კვირის პალიტრა

საგანგაშო სტატისტიკა - ევროკავშირში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საქართველო რეგიონში 2-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი მე-10

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მოთხოვნით მხოლოდ ივლისის თვეში 2 083 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ ევროკავშირის ლტოლვილთა სააგენტოს (European Union Agency for Asylum- EUAA) ივლისის აპლიკაციათა სტატისტიკურ მონაცემებში წერია, რაც მის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

EUAA-ს ივლისის შედეგები წარმოშობის ქვეყნების მიხედვით თავშესაფრის მაძიებელთა უახლეს ტენდენციას ასახავს.

კერძოდ, საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, რეგიონში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა და ის ომში მყოფ უკრაინასაც კი უსწრებს.

მეზობელი ქვეყნებიდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ივლისის თვის მონაცემები ასეთია:

თურქეთი - 6 728 განაცხადი; საქართველო - 2 083; რუსეთი - 1 760; უკრაინა - 1 104; ირანი - 1 095; სომხეთი - 472; აზერბაიჯანი - 252;

რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბს, საქართველო პირველ ათეულში რჩება და მე-10 ადგილს იკავებს. ყველზე მეტი რაოდენობის აპლიკაცია სირიიდან დაფიქსირდა, საიდანაც მხოლოდ ივლისის თვეში ევროკავშირში თავშესაფარი 14,798-მა აპლიკანტმა მოითხოვა.

განაგრძე კითხვა