"ორსული მიმატოვა, მაშინ 35 მანეთი მქონდა ხელფასი... მას კი ერთ-ერთი მოცეკვავე შერთეს ცოლად" - ლია კაპანაძე ცნობილ რეჟისორთან ურთიერთობაზე
ლია კაპანაძე თავისი სიყვარულის ისტორიის შესახებ ინტერვიუში საუბრობს. მსახიობმა გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები“ რეჟისორ გია მატარაძესთან გატარებულ პერიოდზე ისაუბრა, საიდანაც ერთადერთი ქალიშვილი შეეძინა. ქალბატონი ლიას თქმით, საყვარელ ადამიანს ორსული დააშორეს, რადგან მატარაძეს ქორწინება სხვა ქალთან აიძულეს...
- ბავშვებმა იციან ხოლმე თქმა, მე რომ გავიზრდები სამი ქმარი მეყოლება. ექვსი-შვიდი წლის ვამბობდი ჯერ კიდევ, რომ არ ვათხოვდებოდი, მაგრამ ერთი შვილი მეყოლებოდა. ჩემი შვილის მამა იყო გია მატარაძე. ისტორია კი ასე დაიწყო.
ერთ მშვენიერ დღეს, გვიან გამოვედი რუსთაველის თეატრიდან და ვხედავ, დგანან შოთა სხირტლაძე და ვიღაც ახალგარზდა. გია გამეცნო, როგორც პირველკურსელი სტუდენტი. გზა ფეხით გავაგრძელეთ და ამ საუბარში მიმაცილეს ნახალოვკაში, სახლამდე.
მეორე დღეს თეატრიდან რომ გამოვედი, გია ისევ იქ იდგა. ასე მხვდებოდა, ვსაუბრობდით ხოლმე, ვსეირნობდით. რამდენი უნდა გაგაცილოს, ხომ მიხვდები, რომ მეგობრობა სხვა ურთიერთობაში გადაიზარდა.
თუმცა ეს ამბავი ქორწინებამდე არ მისულა. უკვე ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ერთ დღეს მივხვდი, რომ ორსულად ვარ. (გააგრძელეთ კითხვა)