რეკორდი - საქართველოს ნაკრებმა ტაილანდის ნაკრები გაანადგურა - კვირის პალიტრა

რეკორდი - საქართველოს ნაკრებმა ტაილანდის ნაკრები გაანადგურა

ამხანაგურ მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ტაილანდის ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით 8:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს და სამი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დავითაშვილმა შორიდან ლამაზი გოლი გაიტანა. ცოტა ხანში კუთხურიდან ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს ლოჩოშვილმა სტუმართა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. 24-ე წუთზე მცველისა და მეკარის შეცდომას მიქაუტაძის გოლი მოჰყვა. გამოჩნდა, რომ მეტოქე ჩვენს გუნდზე აშკარად დაბალი კლასის იყო, წინააღმდეგობას ვერ უწევდა, საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული, კიდევ რამდენიმე გოლს გადაურჩა, თუმცა მიქაუტაძემ მერე ჰეთ-თრიკი შეასრულა, დავითაშვილმა დუბლი და პირველი ტაიმი 6:0 დასრულდა. მოწინააღმდეგის კარში პირველ ტაიმში დავითაშვილმა (2 გოლი), ლოჩოშვილმა (1 გოლი) და მიქაუტაძემ (3 გოლი) გაიტანეს გოლები.

მეორე ტაიმში ტაილანდელთა მეკარემ მიქაუტაძისა და კვარაცხალიას დარტყმული ვერ მოიგერია და საქართველოს ნაკრებმა რეკორდული ანგარიშით 8:00 დაამარცხა მეტოქე.