"არ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია არც მისი გა­ტა­ცე­ბის და არც და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ" - რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, სადაც მოკლული, 14 წლის გოგონა სწავლობდა და როგორ პასუხობს ბრალდებებს - კვირის პალიტრა

"არ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია არც მისი გა­ტა­ცე­ბის და არც და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ" - რას ამბობს იმ სკოლის დირექტორი, სადაც მოკლული, 14 წლის გოგონა სწავლობდა და როგორ პასუხობს ბრალდებებს

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა იმ სკო­ლის დი­რექ­ტორ­ზე წერს, სა­დაც სა­გა­რე­ჯო­ში მოკ­ლუ­ლი 14 წლის აი­თაჯ შახ­მა­რო­ვა სწავ­ლობ­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აი­თა­ჯის მამა მომ­ხდარ­ში სწო­რედ დი­რექ­ტორ­სა და გო­გო­ნას დე­დას ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც სა­მი­რა აღ­ნიშ­ნავს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი არა­ერ­თი არას­რულ­წლო­ვა­ნის ნიშ­ნო­ბის ფაქტს მა­ლავ­და და როცა და­ნიშ­ნუ­ლი გო­გო­ნე­ბი სკო­ლა­ში არ და­დი­ოდ­ნენ, მათ­თვის ნი­შა­ნი მა­ინც იწე­რე­ბო­და.აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე დმა­ნი­სის ზემო ყა­რა­ბუ­ლა­ღის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ჰამ­ლეტ ის­მა­ი­ლო­ვის კომენ­ტარს, სა­ა­გენ­ტო Aktual.ge ავ­რცე­ლებს.

ის­მა­ი­ლო­ვი ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ, რაც აი­თაჯ­მა გაკ­ვე­თი­ლე­ბი გა­აც­დი­ნა, სკო­ლი­დან მის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბა სცა­დეს, თუმ­ცა მათი ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­მორ­თუ­ლი იყო.

"მას შემ­დეგ, რაც აი­თაჯ­მა 20 სექ­ტემ­ბერს გაკ­ვე­თი­ლე­ბი გა­აც­დი­ნა, მის ოჯახ­თან ვცა­დეთ და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა მათი ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­თი­შუ­ლი იყო.

ვი­ნა­ი­დან მისი ძმა ამა­ვე სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, მას ვუ­თხა­რით. ჩვენ არ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია არც მისი გა­ტა­ცე­ბის და არც და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცხა­და ჰამ­ლეტ ის­მა­ი­ლოვ­მა.