ისრაელი გაერო-ს მოუწოდებს, ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია 24 საათის განმავლობაში განახორციელოს - კვირის პალიტრა

ისრაელი გაერო-ს მოუწოდებს, ღაზას სექტორის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია 24 საათის განმავლობაში განახორციელოს

გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, ღაზაში გაერო-ს ჯგუფის ხელმძღვანელებს ისრაელის არმიაში მათმა მეკავშირე ოფიცრებმა აცნობეს, რომ ღაზას ჩრდილოეთიდან მთელი მოსახლეობის ღაზას სამხრეთით ევაკუირება 24 საათის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

"ეს არის დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანი. იგივე ბრძანება ეხებოდა გაეროს ყველა პერსონალს და გაეროს დაწესებულებებში თავშეფარებულებს - მათ შორის სკოლებში, ჯანმრთელობის ცენტრებსა და კლინიკებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი გადადგილების განხორციელებას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე", - ნათქვამია გაერო-ს განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაერო კატეგორიულად მოითხოვს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მომხდარი ტრაგედია შეიძლება კატასტროფულ ვითარებაში გადაიზარდოს.

"ინტერპრესნიუსი"