"მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამ ომი არაერთხელ გადაიტანა... ამ სიმღერით ჩემი სათქმელი ვთქვი" - ლიზი გოზალიშვილის შთამბეჭდავი და ემოციური გამოსვლა გერმანულ Voice-ში და აღფრთოვანებული ჟიური - კვირის პალიტრა

"მე საქართველოდან ვარ, ჩემმა ქვეყანამ ომი არაერთხელ გადაიტანა... ამ სიმღერით ჩემი სათქმელი ვთქვი" - ლიზი გოზალიშვილის შთამბეჭდავი და ემოციური გამოსვლა გერმანულ Voice-ში და აღფრთოვანებული ჟიური

ქარ­თვე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სებ­ში გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად თავი მუ­სი­კოს­მა ლიზი გო­ზა­ლიშ­ვილ­მა გა­მო­ი­ჩი­ნა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და სწავ­ლობს. ის სულ ოც­ნე­ბობ­და გერ­მა­ნულ Voice-ში მოხ­ვედ­რა­ზე და ეს ოც­ნე­ბაც აის­რუ­ლა. ლი­ზიმ ერთ-ერთი რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სიმ­ღე­რა michael jackson-ის earth song იმ­ღე­რა და მი­სი­ას თავი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თა. შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ოვა­ცი­ე­ბი და ტაში არ და­ი­შუ­რა რო­გორც ჟი­უ­რიმ, ისე დარ­ბაზ­ში მყოფ­მა აუ­დი­ტო­რი­ამ.

ქარ­თვე­ლის ნამ­ღერს ჟი­უ­რის ყვე­ლა წევ­რი ფეხ­ზე წა­მო­უდ­გა.

"მე ვარ ლიზი, 19 წლის, სა­ქარ­თვე­ლო­დან. ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობ ჰა­ი­დელ­ბერ­გში. გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­ვე­დი. ჩემი აქ მოხ­ვედ­რა დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო." - უთხრა ჟი­უ­რის ლი­ზიმ წარ­დგე­ნი­სას.

"ასე­თი კონ­ტრო­ლის ქონა ამ სიმ­ღე­რა­ზე, ისე რომ შენს სა­კუ­თარ სიმ­ღე­რად აქ­ციო, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ყვე­ლამ იცის ეს სიმ­ღე­რა, მაგ­რამ აქამ­დე არა­სო­დეს მი­ნა­ხავს ვინ­მეს თა­ვი­სად ექ­ცია ისე კარ­გად, რო­გორც შენ", - ამ სი­ტყვე­ბით შე­ა­ფა­სეს ლი­ზის გა­მოს­ვლა ჟი­უ­რის წევ­რებ­მა. ერთ-ერ­თმა კი მასთნ ერ­თად earth song დუ­ეტ­ში შე­ას­რუ­ლა.

ბო­ლოს ჟი­უ­რიმ იკი­თხა, რა­ტომ შე­არ­ჩია ლი­ზიმ მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს სიმ­ღე­რა, რა­ზეც ქარ­თველ­მა კონ­კურ­სან­ტმა უპა­სუ­ხა: "სიმ­ღე­რა ისეთ თე­მას ეხე­ბა, რაც ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მსოფ­ლი­ო­ში დღეს ისევ ომია. მე სა­ქარ­თვე­ლო­დან ვარ, ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ არა­ერ­თხელ გა­და­ი­ტა­ნა ომი. მინ­დო­და ამ სიმ­ღე­რით მეთ­ქვა ის, რა­საც ვფიქ­რობ. (გააგრძელეთ კითხვა)