არესტოვიჩის სექსისტური სკანდალი - რატომ მიიჩნევს პოპულარული უკრაინელი, რომ "ქალები სატანას ემსახურებიან" - კვირის პალიტრა

არესტოვიჩის სექსისტური სკანდალი - რატომ მიიჩნევს პოპულარული უკრაინელი, რომ "ქალები სატანას ემსახურებიან"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. კერძოდ, არესტოვიჩს სექსისტურ გამონათქვამებში ადანაშაულებენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

სამართალდამცველებს უმაღლესი რადას დეპუტატმა ინნა სოვსუნმა მიმართა. მისი თქმით, საქმეს კიევის საქალაქო პროკურატურა იძიებს.

"ამ ისტორიის გარშემო აუცილებელია მუდმივი საზოგადოებრივი კონტროლი. თავად არესტოვიჩი ყველაფერზე აკეთებს კომენტარს, ამ საქმის გარდა, რადგან მიხვდა, რომ "ჩავარდა", - აცხადებს სოვსუნი.

არესტოვიჩი სკანდალში იმის გამო გაეხვა, რომ ფასიან სემინარებზე სექსისტურ განცხადებებს აკეთებდა და აღწერდა ძალადობის მეთოდებს, რომელთა გამოყენება თითქოსდა უნდათ ქალების წინააღმდეგ.

ასევე, მან განაცხადა, რომ "ქალი სატანას ემსახურება" და ისინი "გახლეჩილი არსებები" არიან.