"ჰამასი" აშკელონს სარაკეტო დარტყმებს აყენებს
აშკელონისა და ღაზას საზღვრის მახლობლად მდებარე სხვა ტერიტორიებისკენ რაკეტების ნაკადი მიემართება, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამასთან, დაჯგუფება „ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აშკელონისკენ 150 რაკეტა გაუშვეს.
The Times of Israel-ი იუწყება, რომ ბოლო 14 საათის განმავლობაში ეს ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტების სროლის პირველი შემთხვევაა.
"ინტერპრესნიუსი"