ირანი იმუქრება - "თუ ისრაელის დანაშაულები გაგრძელდება, ისლამური სამყაროს რეაქცია ძლიერი იქნება"
ლიბანის უსაფრთხოება ირანის უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ლიბანელ კოლეგასთან, აბდალა ბუ ჰაბიბთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი მტკიცებით, ის ქმედებები, რასაც ისრაელი ღაზაში ახორციელებს, ომის დანაშაულია.
„ისრაელის მიერ ღაზაში ჩადენილი ომის დანაშაულების მიუხედავად, პალესტინის წინააღმდეგობამ გამოაცხადა, რომ მას აქვს დიდი საშუალებები და ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. პალესტინის ოპერაცია იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის და ამ რეჟიმის ექსტრემისტული მთავრობის მიერ პალესტინელი ერის წინააღმდეგ განხორციელებულ უწყვეტ ექსტრემიზმსა და დანაშაულებზე და ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმებზე“, - აღნიშნა ირანის საგარეო მინისტრმა.
მისი თქმით, „თუ სიონისტური რეჟიმის დანაშაულები გაგრძელდება, ისლამური სამყაროს რეაქცია ძლიერი იქნება“.
"ინტერპრესნიუსი"