"ჩემი ძმა შვილის ღირსების დასაცავად იბრძოლებს. მან არაფერი იცოდა... წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ტელევიზიიდან გავიგეთ" - რას ამბობს სასტიკად მოკლული აითაჯის ბიძა?
14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას მამას, ისა შახმაროვს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭა.
მამაკაცი რუსთავის პოლიციაში ჩვენებას გუშინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში აძლევდა.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის განცხადებით, ის საქართველოში წლების განმავლობაში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც შვილი მოუკლეს.
აითაჯის მამის ძმის თქმით, მისმა ოჯახმა აითაჯის მკვლელობის ამბავი ტელევიზიიდან გაიგო.
"ჩემი ძმა შვილის ღირსების დასაცავად იბრძოლებს. მამამ არაფერი იცოდა. პოლონეთში იყო, შემდეგ მოსკოვში. წლებია დაშორებულია ცოლს. მამა მას ფინანსურად ეხმარებოდა, მაგრამ მიმოსვლა არ გვქონდა. გათხოვების ამბავი არ ვიცოდით, არ უთქვამთ, წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ოჯახმა ტელევიზიით გავიგეთ. ამის შედეგ დავურეკეთ ჩემს ძმას. ბევრი საუბარი ვერ მოვასწარით, გამოკითხვაზე წაიყვანეს. ზუსტად ვიცი, ჩემს ძმას მკაცრი პოზიცია ექნება მომხდარზე." - ამბობს აითაჯის ბიძა. (გააგრძელეთ კითხვა)