პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

მსოფ­ლი­ოს სა­ჭად­რა­კო ის­ტო­რი­ა­ში ეპო­ქის შემ­ქმნე­ლი, მსოფ­ლიო ჭად­რა­კის ლე­გენ­და ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლი­სა და უნი­კა­ლუ­რი სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი­სათ­ვის, თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­და.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია დღეს ჭად­რა­კის სა­სახ­ლე­ში, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის მსოფ­ლიო ტურ­ნეს „ეთა­მა­შე ჭად­რა­კის დე­დო­ფალს“ წარ­დგე­ნა­ზე გა­ი­მარ­თა, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო მო­ჭად­რა­კეს პრე­ზი­დენ­ტმა პი­რა­დად გა­დას­ცა.

"ქალ­ბა­ტო­ნო ნონა, პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმი­სათ­ვის, რომ აქ მო­მიწ­ვი­ეთ სწო­რედ დღეს, როცა თქვე­ნი ახა­ლი მსოფ­ლიო ტურ­ნე იწყე­ბა. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ სულ სი­ახ­ლე­ებ­ში ხართ და ეს ალ­ბათ, თქვე­ნი ერთ-ერთი მუდ­მი­ვი ნი­შა­ნია, რომ სულ რა­ღაც ახ­ლის და­წყე­ბა გი­წევთ და ამი­სათ­ვის ყო­ველ­თვის გქონ­დათ და დღე­საც გაქვთ ენერ­გია და მზა­ო­ბა. მინ­და მო­გი­ლო­ცოთ ეს დღე.

უკვე დიდი ხა­ნია ვე­ძებ­დით მო­მენტს, როცა სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მო­და თქვენ­თვის ეს ორ­დე­ნი გად­მოგ­ვე­ცა და მინ­და ვი­სარ­გებ­ლო ამ შემ­თხვე­ვით. მეც ვღე­ლავ, რად­გან თით­ქმის ყვე­ლა ორ­დე­ნი გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი, ამი­ტომ ძა­ლი­ან ძნე­ლია ახ­ლის მო­ფიქ­რე­ბა, მაგ­რამ ერთი ორ­დე­ნი არ გქონ­დათ და მე მგო­ნი, ძა­ლი­ან სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­კეთ­და, რომ დღეს და­ა­ტო­ვე­ბი­ნებ­დათ იმ დე­დოფ­ლის ორ­დე­ნით, რო­მე­ლიც მე­ფე­ებ­ზე მა­გა­რი იყო - ანუ, თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნით.

ეს ორ­დე­ნი არ არის თქვე­ნი სპორ­ტუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი ჯილ­დო, ეს უფრო იმას აღ­ნიშ­ნავს, თუ რას წარ­მო­ად­გენთ თქვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

ქალ­ბა­ტო­ნო ნონა, თქვენ ყვე­ლა ასა­კის­თვის და მით უფრო ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის უდი­დეს მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენთ. მა­გა­ლითს იმი­სა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში სულ მუ­დამ უნდა ეძებ­დე უფრო და უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას. მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ უნდა წარ­მო­ად­გი­ნო შენი ქვე­ყა­ნა გა­რეთ და ქვეყ­ნის შიგ­ნით მე ვი­ტყო­დი, თქვენ ხართ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა თან­ხმდე­ბა. ანუ თუ ჩვენ­ში კი­დევ არ­სე­ბობს ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის რა­ღაც ნიშ­ნე­ბი, რა­ზეც ჩვენ შე­იძ­ლე­ბა მო­მავ­ლი­სათ­ვის იმე­დი და­ვამ­ყა­როთ, ეს თქვენ ხართ.

მე მგო­ნი, რომ თქვენს ირ­გვლივ ვერ იქ­ნე­ბა ვე­რა­ნა­ი­რი პო­ლა­რი­ზა­ცია. თქვენ­ში ჩვენ ყვე­ლა ჩვენს თავს ვხე­დავთ, ვხე­დავთ იმ წარ­მა­ტე­ბულ და ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მელ­საც თქვენ წარ­მო­ად­გენთ გა­რეთ და შიგ­ნით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის ტური, რო­მე­ლიც ახლა იწყე­ბა, სწო­რედ ამ ნიშ­ნი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ თქვენ გა­რეთ გა­ი­ტა­ნოთ არა თქვე­ნი თავი, (ვიცი რომ, თქვე­ნი თავ­მდაბ­ლო­ბა ამას ვერ აი­ტან­და) არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ის სახე, რო­მელ­საც ჩვენ ყვე­ლა პა­ტივს ვცემთ და რო­მელ­საც ქვეყ­ნის გა­რე­და­ნაც პა­ტი­ვი უნდა სცენ. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა თქვე­ნი ღვაწ­ლის­თვის და მი­ი­ღეთ ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა”, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.