23 წლის ებრაელი სამხედროს გმირობის ამბავი, რომელმაც ჯერ ტერორისტები დახოცა, სიკვდილის შემდეგ კი 5 თანამემამულე გადაარჩინა - კვირის პალიტრა

23 წლის ებრაელი სამხედროს გმირობის ამბავი, რომელმაც ჯერ ტერორისტები დახოცა, სიკვდილის შემდეგ კი 5 თანამემამულე გადაარჩინა

ის­რა­ე­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა ხუთ­შა­ბათს უმ­ძი­მე­სი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა ომის დროს გარ­დაც­ვლი­ლი გო­ლა­ნე­ლი მებ­რძო­ლის, 23 წლის ამი­ხაი რუ­ბი­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლის ორ­გა­ნო­ე­ბიც ხუთ პა­ცი­ენტს გა­და­უ­ნერ­გეს.

რუ­ბი­ნი შა­ბათს შუ­ა­დღი­სას გა­და­იყ­ვა­ნეს ადა­საჰ ეინ კე­რე­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მებ­რძოლ­მა მძი­მე ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში მი­ი­ღო. ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მას შემ­დეგ, რაც ამი­ხა­ის ტვი­ნის სიკ­ვდი­ლის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, ჯა­რის­კა­ცის ოჯახ­მა სხვე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად მისი ორ­გა­ნო­ე­ბის გა­ჩუ­ქე­ბა გა­და­წყვი­ტა.

სა­ბო­ლო­ოდ, ებ­რა­ლი გმი­რის ფილ­ტვე­ბი 70 წლის პა­ცი­ენტს გა­და­უ­ნერ­გეს ბე­ი­ლინ­სო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ღვიძ­ლი - 23 წლის პა­ცი­ენტს იჩი­ლოვ­ში, ღვიძ­ლის ნა­წი­ლი გა­და­უ­ნერ­გეს რვა წლის ბავ­შვს შნა­ი­დერ­ში. ერთი თირკმე­ლი გა­და­უ­ნერ­გეს 29 წლის გო­გო­ნას ბე­ი­ლინ­სონ­ში, ხოლო მე­ო­რე თირკმე­ლი - 7 წლის გო­გო­ნას რამ­ბამ­ში. (გააგრძელეთ კითხვა)