"ნაცმოძრაობა“ ლიკვიდაციის გზაზეა და ამაში წარმატებას ვუსურვებ - რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება ხელისუფლებიდან „ოცნების“ გაშვება" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობა“ ლიკვიდაციის გზაზეა და ამაში წარმატებას ვუსურვებ - რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება ხელისუფლებიდან „ოცნების“ გაშვება"

„ნაციონალური მოძრაობა" ლიკვიდაციის გზაზეა და ამაში წარმატებას ვუსურვებ - რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გაშვება, - ასეთია დეპუტატ ალეკო ელისაშვილის პოზიცია.

მისივე აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმენაირი ფორმით კოალიციის შექმნა ძალიან გაუჭირდება.

„კვიპროსზე ფრენებიც იმას ადასტურებს, რომ შიგნით აქვთ პრობლემა, რაც არ იმალება და ღიად არის გამოსული. „ნაციონალურ მოძრაობას“ მაქსიმალურ დასუსტებას ვუსურვებ, რადგან რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება - ეს ერთმანეთზე დამოკიდებული საკითხებია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"