კრიშტიანუ რონალდუს ირანი 99 როზგით ემუქრება - მსოფლიო ვარსკვლავს კანონის დარღვევას ედავებიან, რადგან ის ირანელ მხატვარ ქალს გადაეხვია - კვირის პალიტრა

კრიშტიანუ რონალდუს ირანი 99 როზგით ემუქრება - მსოფლიო ვარსკვლავს კანონის დარღვევას ედავებიან, რადგან ის ირანელ მხატვარ ქალს გადაეხვია

კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს "მრუ­შო­ბის ბრალ­დე­ბის­თვის", 99-ჯერ გა­როზგ­ვა ემუქ­რე­ბა. ფეხ­ბურ­თე­ლის სას­ჯე­ლი მას შემ­დეგ გა­და­წყდა, რაც ის ირან­ში ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას ქალს ჩა­ე­ხუ­ტა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვეყ­ნის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

380255304-884707769593825-7395198344427751481-n-58047-1697203728.jpg

ირა­ნუ­ლი მე­დი­ის, Mundo Deportivo-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში ად­ვო­კატ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა "ალ-ნას­რის" ვარ­სკვლა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა. რო­ნალ­დუ ირა­ნის დე­და­ქა­ლაქს, თე­ი­რანს სა­ფეხ­ბურ­თო გუნდთან ერ­თად სექ­ტემ­ბერ­ში ეწ­ვია, რათა აზი­ის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მატჩში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იქ ყოფ­ნი­სას პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ირა­ნელ მხატ­ვარს, ფა­ტი­მა ჰა­მიმს შეხ­ვდა, რო­მელ­საც სურ­და, რო­ნალ­დუს­თვის თა­ვი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი ეჩუ­ქე­ბი­ნა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, რო­ნალ­დუმ მხატ­ვარს ლო­ყა­ზე აკო­ცა და ავ­ტოგ­რა­ფი­ა­ნი მა­ი­სუ­რი აჩუ­ქა, შემ­დეგ კი მას­თან ჩა­ხუ­ტე­ბულ­მა ფო­ტოც გა­და­ი­ღო. სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელს მოჰ­ყვა ირა­ნე­ლი ად­ვო­კა­ტე­ბის აღ­შფო­თე­ბა.

ირა­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ქა­ლის შე­ხე­ბა მრუ­შო­ბის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია. (გააგრძელეთ კითხვა)