ნამდვილი გურული ამბები უკვე კინოშიც - რას ამბობს ფილმის რეჟისორი და სცენარისტი? - კვირის პალიტრა

ნამდვილი გურული ამბები უკვე კინოშიც - რას ამბობს ფილმის რეჟისორი და სცენარისტი?

23 ოქ­ტომ­ბერს, გუ­რი­ა­ში რე­ჟი­სო­რი ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის, სა­ხე­ლად "გუ­რია“ გა­და­ღე­ბას და­ი­წყებს. სცე­ნა­რის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე და ბო­რის ფრუ­მი­ნი. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, შექ­მნას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნგრე­ვი­სა და ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს და­ბა­დე­ბის ეპო­ქა­ლუ­რი სუ­რა­თი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ერთი კუ­თხის, გუ­რი­ის პრიზ­მი­დან იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ეპი­ზო­დე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის "გუ­რულ დღი­უ­რებს“ ეყ­რდნო­ბა, ხოლო ეპი­ზო­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა და სა­კუთ­რივ სცე­ნა­რი ხუ­თწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია.

ფილ­მი ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მა­ყუ­რებ­ლის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მა­ტე­ბა, ასე­ვე სა­ხალ­ხო სიყ­ვა­რუ­ლი­სა და აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბა. სი­უ­ჟე­ტის ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბას გუ­რი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დი­ა­ლო­გე­ბი და გა­რე­მო გა­ნა­პი­რო­ბებს. სუ­რა­თი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ის­ტო­რი­ე­ბის დრა­მა­ტუ­ლი სი­უ­ჟე­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბაა, გა­ჭირ­ვე­ბის ბეწ­ვის ხიდ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე ჰუ­მა­ნიზ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ერ­თგვა­რი გა­დარ­ჩე­ნის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც დიდ სიყ­ვა­რულ­სა და თა­ნად­გო­მას გუ­ლის­ხმობს, - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, "გუ­რია“ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლია, რო­გორც მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი, მა­რა­დი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი და რომ ამ­გვა­რი ფილ­მე­ბი ჩვე­ნი კინო ის­ტო­რი­ი­დან არის გი­ორ­გი და­ნე­ლი­ას "არ და­ი­დარ­დო,“ "მი­მი­ნო“ და ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას "ცის­ფე­რი მთე­ბი“.

მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "გუ­რია“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კო-პრო­დუქ­ცი­აა. ამ ეტა­პის­თვის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი - სა­ქარ­თვე­ლო, შვე­ი­ცა­რია, ლუქ­სემ­ბურ­გი, ბულ­გა­რე­თი, თურ­ქე­თი და ნორ­ვე­გია. სა­ქარ­თვე­ლო - ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, კი­ნო­კომ­პა­ნია "კინო იბე­რი­კა“, შვე­ი­ცა­რია - შვე­ი­ცა­რი­ის კი­ნო­ფილ­მი, ცი­უ­რი­ხის რე­გი­ო­ნუ­ლი კი­ნო­ფონ­დი, სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია "სი­ნე­ლუქ­სი“, ლუქ­სემ­ბურ­გი - ლუქ­სემ­ბურ­გის კი­ნო­ფონ­დი, კომ­პა­ნია "ტა­რან­ტუ­ლა“, ბულ­გა­რე­თი - ბულ­გა­რე­თის კი­ნოს ფონ­დი, კომ­პა­ნია "არ­ტფეს­ტი“, ნორ­ვე­გია - სორ-ფონ­დი, ევ­რი­მა­ჟი - ევ­რო­კავ­ში­რის კი­ნო­ფონ­დი.

"გუ­რია“ შე­არ­ჩი­ეს კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ინ­დუსტრი­ულ სექ­ცი­ა­ში "ატე­ლიე“ და შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლი­ოს პრეს­ტი­ჟუ­ლი კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის რა­და­რებ­ზე მოხ­ვდა. ფილ­მის გა­და­ღე­ბა 2023 წლის 23 ოქ­ტომ­ბრი­დან 5 დე­კემ­ბრამ­დეა და­გეგ­მი­ლი, ხოლო პრე­მი­ე­რა - 2024 წლის მაის-ივ­ნის­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- ბოლო ინ­ფორ­მა­ცია ისაა, რომ ნორ­ვე­გი­ულ ფონდში გა­ვი­მარ­ჯვეთ. ვემ­ზა­დე­ბით ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად. მოქ­მე­დე­ბა 90-იან წლებ­ში ხდე­ბა. მას­შტა­ბუ­რი ფილ­მია, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლის და მე­გობ­რო­ბის ის­ტო­რია იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ო­დის გუ­რულ ყო­ფას გად­მოს­ცემს. სამი სცე­ნა­რის­ტი ვართ. პრო­ექ­ტის ჯგუ­ფი ნა­წი­ლობ­რივ უცხო­უ­რია. მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ შვე­ი­ცა­რი­ი­დან, ბულ­გა­რე­თი­დან, ლუქ­სემ­ბურ­გი­დან, თურ­ქე­თი­დან.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ვინ­ცი­ა­ში გვინ­დო­და გა­და­ღე­ბა. გუ­რია თა­ვი­სი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბით ყო­ველ­თვის მომ­წონ­და და მი­ზი­დავ­და. კუ­თხე გა­მო­ირ­ჩე­ვა ასე­ვე ნი­ჭი­ე­რე­ბით, იუ­მო­რით, ამა­ვე დროს იქ ბევ­რი პრობ­ლე­მაც იყო. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იძ­ლე­ვა ფილ­მის­თვის მა­სა­ლას. ამ­რი­გად, სუ­რა­თი ამ ყვე­ლაფ­რის ნა­ზა­ვი იქ­ნე­ბა.

გა­და­ღე­ბე­ბი გუ­რი­ა­ში გვექ­ნე­ბა, სა­დაც მუ­შა­ო­ბა 36 დღე­ში უნდა და­ვას­რუ­ლოთ. ფილ­მი სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ის­ში მზად უნდა იყოს. რო­დე­საც ვამ­ბობ, მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია-მეთ­ქი, ამა­ში ისიც იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ 100 რო­ლია. ყვე­ლამ ერ­თად კი 90-ია­ნე­ბის ეპო­ქა უნდა შევ­ქმნათ თა­ვი­სი რეკ­ვი­ზი­ტით, მან­ქა­ნე­ბით, ჩაც­მუ­ლო­ბით. რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია. მთა­ვარ რო­ლებ­ში არი­ან - კახა ჭო­ლა­ძე, ვა­მეხ ჯან­გი­ძე, ნა­თია ნი­კო­ლაშ­ვი­ლი, ზაზა მა­რა­ლაშ­ვი­ლი... იხილეთ სრულად