"ტყვიაგაუმტარი" კაცი, ცხრა სიცოცხლით - ვინ არის "ჰამასის" იდუმალი და მოუხელთებელი ლიდერი? - კვირის პალიტრა

"ტყვიაგაუმტარი" კაცი, ცხრა სიცოცხლით - ვინ არის "ჰამასის" იდუმალი და მოუხელთებელი ლიდერი?

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა "ჰა­მა­სის" სამ­ხედ­რო ფრთის ლი­დე­რის, მუ­ჰა­მედ ალ-დე­ი­ფის სახლზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტე­ბის 7 ოქ­ტომ­ბრის სას­ტი­კი შე­ტე­ვის ავ­ტო­რი, სწო­რად დე­ი­ფია, რო­მელ­მაც ამ ამ­ბებს "ალ-აქ­სის ქარ­ბუ­ქი“ უწო­და.

სამ­ხედ­რო ლი­დე­რის სახლზე შე­ტე­ვის შე­დე­გად, და­ი­ღუპ­ნენ მისი მამა, ძმა, შვი­ლე­ბი და სხვა ნა­თე­სა­ვე­ბი, წერს გა­ზე­თი Haaretz. თვი­თონ დე­ი­ფი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ და­შა­ვე­ბუ­ლა, თუმ­ცა სად იმ­ყო­ფე­ბა - უც­ნო­ბია.

ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის "პირ­ვე­ლი სა­მიზ­ნე“ ბოლო 30 წე­ლი­წა­დია ია­ტაკ­ქვე­შე­თის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. მუ­ჰა­მედ ად-დე­ი­ფი სა­ჯა­როდ არ გა­მო­დის ხოლ­მე. მე­დი­ის­თვის მხო­ლოდ სამი ფო­ტოა ცნო­ბი­ლი, სა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად დე­ი­ფია, თუმ­ცა სუ­რა­თე­ბი 20 წლის ვა­დის არის. ვი­დე­ო­ებ­ში, რომ­ლებ­საც "ჰა­მა­სი" აქ­ვეყ­ნებს, დე­ი­ფი შავი სი­ლუ­ე­ტის სა­ხით ჩანს.

Financial Times-სთან სა­უ­ბარ­ში სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი დე­იფს მი­ზან­სწრა­ფულ ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­მე­ლიც "ცდი­ლობს ებ­რა­ულ-არა­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ბუ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბის გზით შეც­ვა­ლოს“. სა­ეჭ­ვოა, რომ FT-ს წყა­რო­ე­ბი პი­რა­დად იც­ნობ­დნენ დე­იფს. ამ­ბო­ბენ, რომ მისი სახე მხო­ლოდ ნა­თე­სა­ვებ­მა და "ჰა­მა­სის" წევ­რე­ბის ვიწ­რო წრემ იცის. თუმ­ცა ამ ხალ­ხის­თვი­საც უც­ნო­ბია, სად იმ­ყო­ფე­ბა მუ­ჰა­მედ ად-დე­ი­ფი ამ­ჟა­მად.

დე­ი­ფი - ზედ­მეტ­სა­ხე­ლია და "სტუ­მარს" ნიშ­ნავს. ამით ხაზს უს­ვამს, რომ ერთ ლო­კა­ცი­ა­ზე დიდ­ხანს არას­დროს ჩერ­დე­ბა და მუდ­მი­ვად გა­და­ად­გილ­დე­ბა სახ­ლი­დან - სახ­ლში, თავ­შე­საფ­რი­დან - თავ­შე­სა­ფარ­ში.დე­ი­ფის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი - მუ­ჰა­მედ დიაბ იბ­რა­ჰიმ ალ-მას­რია. ის 1965 წელს ღა­ზას სექ­ტო­რის სამ­ხრეთ ქა­ლაქ ჰან-იუ­ნის­ში, პა­ლეს­ტი­ნე­ლი დევ­ნი­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

ოჯა­ხი ძა­ლი­ან გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი იყო. მუ­ჰა­მე­დი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სკო­ლის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა, რომ მშობ­ლებს დახ­მა­რე­ბო­და. მა­მას­თან ერ­თად ავე­ჯის სა­წარ­მო­ში მუ­შა­ობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქათ­მე­ბის პა­ტა­რა ფერ­მა გახ­სნა და მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. პა­ლეს­ტი­ნე­ლი წყა­რო­ე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ბავ­შვო­ბა­ში იც­ნობ­დნენ, ამ­ბო­ბენ, რომ "კარ­გი იუ­მო­რი და კე­თი­ლი გული ჰქონ­და“.

დევ­ნი­ლე­ბის ბა­ნაკ­ში ცხოვ­რე­ბი­სას, პა­ტა­რა დე­ი­ფი მუ­ჰა­მედ და­ლა­ნის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­და და მას­თან ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, და­ლა­ნი პა­ლეს­ტი­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის მე­თა­უ­რი გახ­და და ბე­დის ირო­ნია ის იყო, რომ "ჰა­მა­სის" ჩახ­შო­ბა მას და­ე­ვა­ლა. ამ­ბო­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ლუ­სებ­ზე ყოფ­ნი­სა, დე­იფ­სა და და­ლანს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. შე­საძ­ლოა, ზუს­ტად ამი­ტომ, და­ლა­ნი ახლა სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს და ფა­თხის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­ვით, რომ­ლე­ბიც "ჰა­მასს" ებ­რძოდ­ნენ, სა­ხუ­რა­ვი­დან არ გა­და­აგ­დეს.

დე­ი­ფი სკო­ლა­ში დაბ­რუნ­და და შემ­დეგ, ღა­ზას ის­ლა­მურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. იქ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყო. სტუ­დენ­ტუ­რი საბ­ჭოს ერთ-ერთი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და და თე­ატ­რა­ლუ­რი ჯგუ­ფი "ალ-აი­ე­დუ­ნი“ შექ­მნა. ეს და­სა­ხე­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ითარ­გმნოს, რო­გორც "დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი“: იგუ­ლის­ხმე­ბო­და პა­ლეს­ტი­ნე­ლი დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მათ მიერ და­ტო­ვე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. თე­ატ­რში დე­იფ­მა რამ­დე­ნი­მე როლი ითა­მა­შა, მათ შო­რის, ის­ტო­რი­უ­ლი პი­რე­ბის. 1988 წელს მან უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. იმ მო­მენ­ტის­თვის უკვე "ჰა­მა­სის" წევ­რი იყო. იხილეთ სრულად