"ენით აღუწერელ ტრაგედიას ვხედავ... ყველაზე რთული დღე იყო ჩემს კარიერაში" - ღაზას საავადმყოფოში BBC-ის ჟურნალისტი ნანახის გამო ატირდა და მუხლებზე დაემხო (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ენით აღუწერელ ტრაგედიას ვხედავ... ყველაზე რთული დღე იყო ჩემს კარიერაში" - ღაზას საავადმყოფოში BBC-ის ჟურნალისტი ნანახის გამო ატირდა და მუხლებზე დაემხო (ვიდეო)

ის­რა­ელ­სა და ღა­ზას სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბის გამო გა­მოწ­ვე­ულ ადა­მი­ა­ნურ ტრა­გე­დი­ებს შე­უძ­ლე­ბე­ლია ვინ­მემ გულ­გრი­ლად შე­ხე­დოს. მსხვერ­პლი ორი­ვე მხა­რეს დი­დია. და­პი­რის­პი­რე­ბას უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბი ეწი­რე­ბი­ან.

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ღა­ზას ყვე­ლა­ზე დიდი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს რო­გორ ვერ იკა­ვე­ბენ ემო­ცი­ებს BBC-ის რე­პორ­ტი­ო­რი და ოპე­რა­ტო­რი.BBC-ის არა­ბუ­ლი ბი­უ­როს ჟურ­ნა­ლის­ტი ად­ნან ელ ბურ­ში კლი­ნი­კა­ში ნა­ნა­ხის გამო ატირ­და და მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა. "ენით აღუ­წე­რელ ტრა­გე­დი­ას ვხე­დავ", - თქვა მან.

იქ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ნახ­ვი­სას კი თავი ვერ შე­ი­კა­ვა და ატირ­და. "ვხე­დავ ისეთ რა­ღა­ცებს, რაც არას­დროს მი­ნა­ხავს“, - ამ­ბობ­და ჟურ­ნა­ლის­ტი. კადრში ასე­ვე ჩან­და მა­უ­წყებ­ლის ერთ-ერთი ოპე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც ნა­ნა­ხის გამო ტი­რო­და.

გარ­და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი­სა, რო­მე­ლიც BBC-ის გა­დამ­ღებ ჯგუფს კლი­ნი­კა­ში დახ­ვდა, ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ და­შა­ვე­ბულ­თა და და­ღუ­პულ­თა შო­რის მათი ახ­ლობ­ლე­ბიც იყ­ვნენ. "ყველ­გან ცხედ­რე­ბია“, - ასე აღ­წე­რენ ნა­ნახს.

ასო­ბით მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი კლი­ნი­კის დე­რეფ­ნებ­ში იყ­ვნენ, ტრავ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ფონ­ზე კი დე­რეფ­ნებ­ში­ვე და ასე­ვე სა­ვად­მყო­ფოს მიმ­დე­ბა­რედ ცხედ­რე­ბი ეს­ვე­ნა.

გააგრძელეთ კითხვა და ნა­ხეთ ვი­დეო