საფრანგეთის ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 7 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს
საფრანგეთის ხელისუფლება უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 7 000 ჯარისკაცს განათავსებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სკოლებში მომხდარი მკვლელობების შემდეგ მიიღო.
13 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ არასში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სკოლის მასწავლებელი მოკლა. დაშავდა კიდევ 2 პირი.
პოლიციის ცნობით, ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ჩეჩენია. ფრანგული მედიის ცნობით, ის იმავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.