ისრაელმა ღაზასა და ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა - რა ზიანის მიყენება შეუძლია აღნიშნულ ნივთიერებას ადამიანისთვის? - კვირის პალიტრა

ისრაელმა ღაზასა და ლიბანში თეთრი ფოსფორი გამოიყენა - რა ზიანის მიყენება შეუძლია აღნიშნულ ნივთიერებას ადამიანისთვის?

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ებ­მა ღა­ზის სექ­ტორ­სა და ლი­ბან­ში და­ბომბვე­ბის დროს თეთ­რი ფოს­ფო­რი გა­მო­ი­ყე­ნეს - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Human Rights Watch ავ­რცე­ლებს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ასე­თი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებს სე­რი­ო­ზუ­ლი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს.

"თეთ­რი ფოს­ფო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა ღა­ზა­ში, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ონ­ში, საფრ­თხეს უქ­მნის მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას და არ­ღვევს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კა­ნონს“,- აცხა­დე­ბენ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი.

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ღა­ზის სექ­ტორ­ში თეთ­რი ფოს­ფო­რის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მო­ე­პო­ვე­ბათ. ხოლო ლი­ბან­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

თეთ­რი ფოს­ფო­რი ცვი­ლის მსგავ­სი, ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც იწ­ვის 800 გრა­დუს ცელ­სი­უს­ზე მეტ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე (და­ახ­ლო­ე­ბით 1500 გრა­დუ­სი ფა­რე­ნ­ჰა­ი­ტი) - საკ­მა­რი­სად მა­ღა­ლია ლი­თო­ნის დნო­ბის­თვის.თეთრ ფოს­ფორს ადა­მი­ა­ნის კა­ნის ძვლე­ბამ­დე დაწ­ვა შე­უძ­ლია, იწ­ვევს ღვიძ­ლის, თირკმე­ლე­ბი­სა და გუ­ლის დის­ფუნ­ქცი­ას. (გააგრძელეთ კითხვა)