ცნობილმა თურქმა მსახიობმა პალესტინას მხარდაჭერა გამოუცხადა - რას წერია მურათ ილდირიმის პოსტში, რის გამოც მას აკრიტიკებენ
ცნობილი თურქი მსახიობი, მურათ ილდირიმი, პალესტინას მხარდაჭერას უცხადებს, ამის შესახებ მან პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"თავისუფ;ება პალესტინას", - დაწერა მსახიობმა და პალესტინის დროშა გამოაქვეყნა.
მსახიობის პოზიციას განსხვებული კომენტარები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი წერს, რომ ეს მისი მხრიდან გმირობაა, რადგან თამამად საუბრობს თავის ამგვარ პოზიციაზე, საზოგადოების დიდი ნაწილი კი აკრიტიკებს და ამბობს, რომ რეალურად, ილდირიმი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოზიციას აფიქსირებს.
მართალია, ერდოღანი ღიად ისრაელს უჭერს მხარს, თუმცა თურქეთში მოსახლეობის ნაწილს მისი არ სჯერა და ფიქრობენ, რომ მის რეალურ პოზიციებს პრეზიდენტთან დაახლოებული ცნობილი ადამიანები ახმოვანებენ. მურათ ილდირიმი კი სწორედ ერდოღანთან დაახლოებული პირია. მსახიობის ფანები წერენ, რომ რეალურად ილდირიმი არა "ჰამასისს" მოქმედებებს, არამედ პალესტინელ ხალხს უჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ილდირიმმა პალესტინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
ორი წლის წინ, რამადანის პერიოდში, იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთში მომხდარი სისხლიანი შეტაკებებისას 25 ადამიანი დაიღუპა, 115 კი დაშავდა. მაშინ ილდირიმმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "პალესტინაში ხდება ბავშვების, ქალების, კაცების ჩაგვრა...“ იხილეთ სრულად