ზელენსკის ორეულის პირველი ინტერვიუ ომის დაწყების შემდეგ - როგორ ცდილობდნენ მის გამოყენებას რუსული სპეცსამსახურები - კვირის პალიტრა

ზელენსკის ორეულის პირველი ინტერვიუ ომის დაწყების შემდეგ - როგორ ცდილობდნენ მის გამოყენებას რუსული სპეცსამსახურები

უზბეკეთის მოქალაქე უმიდ ისაბაევი, რომელსაც საზოგადოება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორეულად იცნობს, მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს მისი გამოყენება პროპაგანდისთვის სურდათ.

უმიდ ისაბაევი ვოლოდიმირ ზელენსკის გარეგნულად ძალიან ჰგავს და როგორც თავად ამბობს, მისი ოცნება ზელენსკისთან შეხვედრა და მასთან გულახდილი საუბარია.

ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც ისაბაევმა გამოცემა „გლავკომს“ მისცა, ის მოულოდნელ წარმატებასა და პოპულარობაზე საუბრობს.

"კიევში საცხოვრებლად გადმოსვლამდე, თქვენ რუსეთში ცხოვრობდით, რატომ წამოხვედით მოსკოვიდან?“ - ჰკითხა ჟურნალისტმა საუბრისას ისაბაევს.

umid3-1697372381.jpg

„მოსკოვიდან წამოსვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო. ეს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ პატივისცემის მიშნად გავაკეთე. მისი მთელი ისტორია ვიცი. შემიყვარდა, როგორც საკუთარი ძმა, სწორედ ამიტომაც წამოვედი რუსეთიდან. წამოვედი, რადგან შემომთავაზეს ფილმში ზელენსკი განმესახიერებია, კონტრაქტიც კი შეადგინეს, მაგრამ უარი ვთქვი“, - აღნიშნავს ინტერვიუში ზელენსკის ორეული. მისი თქმით, უარი სცენარის წაკითხვის შემდეგ განაცხადა.

„სცენარი არ მომეწონა და ამაზე საუბარი არ მსურს, ეს 2019-2020 წლებში მოხდა. სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებისას კიევში ვიმყოფებოდი. თავს საფრთხეში ვგრძნობდი, მაგრამ აქედან წასვლა არ მინდოდა. რუსეთიდან მომწერეს, რომ მოსკოვში მეძებდნენ, რათა უკან დავბრუნებულიყავი. არ იყო უსაფრთხო არც კიევში დარჩენა, უზბეკეთშიც ვერ მივდიოდი. საშიში იყო იმიტომ, რომ ზელენსკის ვგავარ და ეს ყველამ იცის. მითხრეს, რომ რუსეთში მეძებდნენ და შეიძლება მოსკოვში უზბეკეთიდან გადავეყვანე".

როგორც ისაბაევი აღნიშნავს, უკრაინაში 2020 წელს სტუდია "Квартал 95"-ის შეთავაზების შემდეგ ჩავიდა.

„მათ (სტუდიის წარმომადგენლებმა) ფეისბუქზე მომწერეს და მთხოვეს, არ შემერცხვინა უკრაინა და პრეზიდენტი და არ მიმეღო მონაწილეობა რუსების შოუებში. მითხრეს უკრაინაში ჩამოვსულიყავი და ჩემი პროფესიით სამსახურის პოვნაშიც დამეხმარებოდნენ“, - აღნიშნავს ზელენსკის ორეული.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა თუ არა მან, რომ შესაძლოა, რუსეთის მხარეს ისაბაევი პროპაგანდისთვის გამოეყენებია, უზბეკი აღნიშნავს, რომ მან არაფერი იცოდა პოლიტიკური საკითხების შესახებ. არც ის იცოდა, რომ უკრაინის კანონს არღვევდა, როცა რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადაკვეთდა საზღვარს და ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდოდა...

„სკოლა გაჭირვებით დავასრულე, შემდეგ ავტოსერვისში მანქანის მღებავად დავიწყე მუშაობა. არ ვიცოდი, რა იყო პოლიტიკა, რა იყო პროპაგანდა... მათ ფილმის გადაღება ყირიმში სურდათ. წავედით, თუმცა შემდეგ ფილმში მონაწილეობაზე უარი განვაცხადე“, - აღნიშნავს უმიდ ისაბაევი.

umid2-1697372381.jpg

ისაბაევი საზოგადოებაში 2019 წელს პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ის მოსკოვის მეტროთი მგზავრობს. მას რუსულ ტელეარხებზე შუებში იწვევდნენ და მოგვიანებით პროპაგანდისტული ფილმის გადაღებაში მონაწილეობაც შესთავაზეს. ისაბაევი გაემგზავრა ოკუპირებულ ყირიმში, თუმცა შემდეგ ფილმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, მეგობრების დახმარებით ისაბაევი პოლონეთში, შემდეგ კი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. (წყარო)