"თბილისში ძალიან ბევრი ებრაელი, ისრაელის ძალიან ბევრი მოქალაქე ცხოვრობს და სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ამ ხალხს" - თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა - კვირის პალიტრა

"თბილისში ძალიან ბევრი ებრაელი, ისრაელის ძალიან ბევრი მოქალაქე ცხოვრობს და სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ამ ხალხს" - თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა

თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლუკა ჭოხონელიძის განცხადებით, აღნიშნული პერფორმანსი ისრაელში დაღუპული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება.

"ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება ისრაელში. თბილისში ძალიან ბევრი ებრაელი, ისრაელის ძალიან ბევრი მოქალაქე ცხოვრობს და სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ამ ხალხს. არანაირი მოთხოვნა არ გვაქვს, უბრალოდ გვინდა მშვიდობა როგორც ისრაელში, ისე ჩვენს სახელმწიფოში", - განაცხადა ლუკა ჭოხონელიძემ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მათ ადგილზე ჰქონდათ ისრაელისა და საქართველოს დროშები და ასევე, მხარდამჭერი ბანერები.

"ინტერპრესნიუსი"