ჩაკვეტაძის პასი და "კვარას" გოლი კვიპროსის კარში - საქართველო იგებს
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა მეორე ტაიმი წარმატებით დაიწყეს და კვიპროსის კარში გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.
მეორე გოლით კვიპროსის კარი ხვიჩა კვარაცხელიამ დალაშქრა და ანგარიში 2:00 გახდა.