"კვარას" საგოლე პასი და შენგელიამ გოლი შეაგორა კვიპროსის კარში - საქართველო კვიპროსს 3:00 ამარცხებს
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა მეორე ტაიმი წარმატებით დაიწყეს და კვიპროსის კარში გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.
მეორე გოლით კვიპროსის კარი ხვიჩა კვარაცხელიამ დალაშქრა და ანგარიში 2:00 გახდა. 82-ე წუთზე კი კვარაცხელიას საგოლე პასის წყალობით მეტოქის კარში მე-3 გოლი შენგელიამ შეაგორა.