მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა - საქართველოს ნაკრებმა კვიპროსის ნაკრები 4:00 დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ქართველმა ფეხბურთელებმა მეორე ტაიმი წარმატებით დაიწყეს და კვიპროსის კარში გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.
მეორე გოლით კვიპროსის კარი ხვიჩა კვარაცხელიამ დალაშქრა და ანგარიში 2:00 გახდა. 82-ე წუთზე კი კვარაცხელიას საგოლე პასის წყალობით მეტოქის კარში მე-3 გოლი შენგელიამ შეაგორა.
მატჩის ბედი 90-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის დარტყმულმა პენალტმა გადაწყვიტა და საქართველომ კვიპროსის ნაკრები 4:00 დაამარცხა.