ვინ არის 22 წლის მოდელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელმაც საერთაშორისო წარმატებას მიაღწია
ადიცა ბერძენია ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში მცხოვრები მოდელია, რომელმაც საერთაშორისო არენაზე მიაღწია წარმატებას და მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვან კვირეულებზე, სხვადასხვა ცნობილი ბრენდების შოუებში მიიღო მონაწილეობა.

22 წლის ადიცას სამოდელო კარიერა წლების წინ დაიწყო, როცა "მის აფხაზეთის“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ მისი მონაცემებით რუსეთში დაინტერესდნენ. 2021 წელს მისი ფოტო რუსული Elle-ს გარეკანზე დაბეჭდეს. ჟურნალისთვის გადაღებები გაგრაში იყო. მოდელი ამბობს, რომ სამოსი "მისი ადათების და ტრადიციების მიხედვით“ შეურჩიეს და ამიტომ, მადლობას უხდის გადამღებ ჯგუფს.
როგორც რუსული წყაროები წერენ, ადიცა თამამ სტილზე უარს ამბობს, რის გამოც, ხშირად უარის თქმა უწევს სხვადასხვა კამპანიებში მონაწილეობაზე.
ოკუპირებულ სოხუმში მცხოვრებ გოგონას "აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ეკონომიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. გატაცებულია კალათბურთით, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო, ამ ჰობს დიდ დროს ვერ უთმობს.
"აფხაზეთის დედოფალი“
"ზოგადად, კონკურსში მონაწილეობას არ ვაპირებდი, მაგრამ მამიდაჩემმა, მზია ბერძენიამ, რომელიც ჯგუფ "დები ბერძენიების“ (მუსიკალური ჯგუფი) პროდიუსერია, მოტივაცია მომცა. კონკურსის შედეგად, "ვიცე მის აფხაზეთი“ გავხდი. (გააგრძელეთ კითხვა)