"დასავლეთი დაიწყებს ჯანსაღი ლიდერის ძიებას... გვეტყვიან, დაივიწყეთ ყირიმი" - არესტოვიჩის პროგნოზი: რა მოხდება, თუ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან - კვირის პალიტრა

"დასავლეთი დაიწყებს ჯანსაღი ლიდერის ძიებას... გვეტყვიან, დაივიწყეთ ყირიმი" - არესტოვიჩის პროგნოზი: რა მოხდება, თუ უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ყო­ფი­ლი­მა მრჩე­ველ­მა, ოლექ­სი არეს­ტო­ვიჩ­მა ჟურ­ნა­ლისტ დმიტ­რი გორ­დონს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­დან ირ­კვე­ვა, მისი პროგ­ნო­ზე­მი ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, საკ­მა­ოდ პე­სი­მის­ტუ­რია. არეს­ტო­ვიჩ­მა უკ­რა­ი­ნის მიერ სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით გა­დად­გმულ იმ ნა­ბი­ჯებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც მისი აზ­რით, შეც­დო­მა იყო.

გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:"ეს შე­მოდ­გო­მა უნდა იყოს ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­ის გა­და­ფა­სე­ბის პე­რი­ო­დი. უნდა ვი­მოქ­მე­დოთ რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რე­ა­ლო­ბა კი ის არის, რომ ჩვენ და­სავ­ლე­თის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი ნაკ­ლე­ბად უნდა გვქონ­დეს. ის შე­საძ­ლოა, შემ­ცირ­დეს. მა­გა­ლი­თად, დიდი ბრი­ტა­ნე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თქვა, გაგ­ვი­თავ­და ყვე­ლა­ფე­რი, რი­თაც უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბა შეგ­ვეძ­ლოო.

სი­ტუ­ა­ცია აშშ-იც შე­იც­ვა­ლა, იქ უფრო შიდა გარ­ჩე­ვე­ბის ამ­ბა­ვია, თუმ­ცა ეს გარ­ჩე­ვე­ბი ჩვენს დახ­მა­რე­ბა­ზეც მოქ­მე­დებს. ამას ემა­ტე­ბა ჩვე­ნი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ა­ში, ომის­გან გა­დაღ­ლი­ლო­ბა და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ისე­თი­ვე დახ­მა­რე­ბა აღარ გვექ­ნე­ბა.

ნატო-ს ჩე­ხე­თის გე­ნე­რალ­მა გვი­თხრა, რომ 2024 წლამ­დე რა­საც ავი­ღებ­დით, ჩვე­ნი იქ­ნე­ბო­და. შემ­დეგ უკვე მო­ემ­ზა­დეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვი­სო. და­სავ­ლეთ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლაა, რო­მელ­საც სურს, რომ ჩვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­და­ზე დავ­სხდეთ. ისი­ნი რუ­სეთ­თან კუ­ლუ­ა­ლურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ე­ბენ და ეს პრო­ცე­სი ერთი დღი­თაც არ შე­წყვე­ტი­ლა.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი შეც­დო­მა ის არის, რომ ზურ­გში ვერ შევ­ძე­ლით სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. რა­საც ვა­წარ­მო­ებთ, ფრონ­ტის 30%-საც არ ეყო­ფა. და­სავ­ლეთ­მა ვერ შეძ­ლო რუ­სე­თის და­სან­ქცი­რე­ბის სწო­რად ორ­გა­ნი­ზე­ბა. მა­გა­ლი­თად, Intel-ის მიკ­რო­ს­ქე­მე­ბი 5-6 გა­რი­გე­ბის შემ­დეგ მა­ინც ხვდე­ბა რუ­სეთ­ში.

რუ­სეთ­მა თა­ვის სამ­ხედ­რო მრეწ­ვე­ლო­ბის ინ­ტენ­სი­ფი­ცი­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ცუ­დად, შე­და­რე­ბით უხა­რის­ხოდ, მაგ­რამ მა­ინც მო­ა­ხერ­ხა. რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ხან­გრძლივ ომში გა­ი­მარ­ჯვოს.

მე ვე­რას­დროს ვი­გებ­დი, რა­ტომ გვჭირ­დე­ბო­და ამ­დე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა ბახ­მუტ­ზე. ვერც ამე­რი­კე­ლე­ბი და სხვა და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი იგებ­დნენ ამას. ბახ­მუ­ტის აღე­ბა ოპე­რა­ტი­ულ-ტაქ­ტი­კუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბო­და. სამ­ხრე­თის აღე­ბა კი - სტრა­ტე­გი­უ­ლი. ჩვე­ნი სა­უ­კე­თე­სო და­ნა­ყო­ფე­ბი უსას­რუ­ლოდ ცდი­ლო­ბენ კლე­შე­ევ­კას, ბახ­მუ­ტის და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბის შტურმს, რო­დე­საც ისი­ნი სამ­ხრეთ რე­გი­ონ­ში უნდა იყ­ვნენ და ტოკ­მა­კის აღე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

ბახ­მუ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ოპე­რა­ცი­ა­საც სა­ეჭ­ვოდ ვუ­ყუ­რებ. უამ­რა­ვი ჯა­რის­კა­ცი დაგ­ვე­ღუ­პა და რუ­სე­თი­ვით მოგ­ვი­ვი­და, შევ­ყა­რეთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. მა­შინ ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი და­ნა­ყო­ფე­ბი სამ­ხრე­თის ბრძო­ლე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. ბახ­მუ­ტის ხორცსა­კეპ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გაგვტე­ხა. ამ­დე­ნი ხალ­ხი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და საწ­ვა­ვი დავ­კარ­გეთ, რომ რა? რის­თვის? ახლა იგი­ვეს ვა­კე­თებთ ოღონდ კი არ ვი­ცავთ, ვცდი­ლობთ ავი­ღოთ.

ახლა მო­გიყ­ვე­ბით, რო­გორ იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად, თუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან დაგ­ვსვა­მენ. ჩვენ გვე­ტყვი­ან, და­ი­ვი­წყეთ ყი­რი­მი და გვე­ტყვი­ან, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, დო­ნეც­კი-ლუ­განსკის ოლ­ქე­ბიც და­ვი­ვი­წყოთ. (გააგრძელეთ კითხვა)