არასრულწლოვანი, რომელიც ერთი კვირის წინ თელავში, ავარიისას დაშავდა და კომატოზურ მდგომარეობაში იყო, კლინიკაში გარდაიცვალა
არასრულწლოვანი, რომელიც ერთი კვირის წინ თელავში, ავარიისას დაშავდა და კომატოზურ მდგომარეობაში იყო, კლინიკაში გარდაიცვალა. 17 წლის ბიჭს, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, 7 ოქტომბერს მოხდა. სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი ოთხი მგზავრი დაშავდა.
მათგან სამი ახალგაზრდა მსუბუქაად დაშავდა, მეოთხეს კი, გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.