"ასეა, როცა შანსს ახალგაზრდებს აძლევ, ისინი შეცდომებს უშვებენ... ველოდებით, როდის დასრულდება ის კოშმარი" - რას ამბობს ქეცბაია წაგებული მატჩის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ასეა, როცა შანსს ახალგაზრდებს აძლევ, ისინი შეცდომებს უშვებენ... ველოდებით, როდის დასრულდება ის კოშმარი" - რას ამბობს ქეცბაია წაგებული მატჩის შემდეგ

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის მეშ­ვი­დე ტურ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან მატ­ჩის შემ­დეგ, კვიპ­რო­სის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ ისა­უბ­რა:

"არ ვიცი, რო­გორ და­ვი­წყო, რა ვთქვა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ ასე რა­ტომ ვი­თა­მა­შეთ. პრინ­ციპ­ში, მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში გოლი გა­ვუშ­ვით და ამან გუნ­დი და­შა­ლა. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, მიმ­დი­ნა­რე შე­სარ­ჩევ­ში გუნ­დი 45 წუთს, მაქ­სი­მუმ ერთ სა­ათს თა­მა­შობს. ასეა, როცა შანსს ახალ­გაზ­რდებს აძ­ლევ, ისი­ნი შეც­დო­მებს უშ­ვე­ბენ.

ვე­ლო­დე­ბით, რო­დის დას­რულ­დე­ბა ის კოშ­მა­რი, რა­საც ეს შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი ჰქვია. შან­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თა­ნაც გვქონ­და. ერთი მატ­ჩი დაგ­ვრჩა და შემ­დეგ გა­და­სა­ხე­დია, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ. ამ­ბი­ცი­უ­რი ვარ, არც ჩემ­თვი­საა მარ­ტი­ვი ამის გა­და­ტა­ნა. ასე მა­შინ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, როცა ამ ქვეჯ­გუფ­ში მოვ­ხვდით, ახლა უკვე გვი­ა­ნაა. 3-4 ფეხ­ბურ­თე­ლი დაგ­ვე­მა­ტე­ბა და მეტი შეგ­ვიძ­ლია. გვყავს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რო­მე­ლე­ბიც კვიპ­რო­სის ჩემ­პი­ო­ნატ­შიც არ თა­მა­შო­ბენ და ასეთ დროს ძა­ლი­ან რთუ­ლია.

რო­გორც პირ­ვე­ლი ტა­ი­მი და­ვი­წყეთ, ისე და­ვი­წყეთ მე­ო­რეც. გოლი მალე გა­ვი­და... ამ დო­ნე­ზე უფრო მეტი გვჭირ­დე­ბა, თა­ნაც მთე­ლი მატ­ჩი და არა ერთი ტა­ი­მი. ამის შემ­დეგ კონ­ცენ­ტრა­ცია და სხვა ფაქ­ტო­რე­ბი იკარ­გე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ასე სრულ­დე­ბა".

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა კვიპ­რო­სის ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ან­გა­რი­შით 4:0 და­ა­მარ­ცხა.