წყვილი, რომლის შეხვედრის კადრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო
"დილა მშვიდობისა საქართველო“ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს და გვიზიარებს ისტორიას იმ წყვილის შესახებ, რომელთა შეხვედრის კადრებმა სოციალური ქსელი დაიპყრო.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, სამშობლოში დაბრუნებულმა გელა კიზირიამ მეუღლეს სიურპრიზი მოუწყო და სრულიად მოულოდნელად ესტუმრა ოჯახს.
"პროფესიით არის მეზღვაური, ვართ ყოველთვის მოლოდინის რეჟიმში.. ზარის ხმას როგორც კი გავიგებდი, დავყრიდი ყველაფერს, მივვარდებოდი, იქნებ გელაა.. ყველა წუთში იმის მოლოდინში ხარ, როდის დარეკავს, როდის შეგეხმიანება.. ბევრჯერ ყოფილა, ღამე დაურეკავს და ვათენებდით ხოლმე საუბარში.."
რაც შეეხება წყვილის ისტორიას, როგორც თავად აღნიშნავენ, მათი სიყვარულის ისტორია ჯერ კიდევ მეოთხე კლასიდან დაიწყო.
„ეს ისეთი პროფესიაა, რომელიც შემოსავლის წყაროა, თუმცა ოჯახს ავტომატურად სცილდები.. მე არ მინახავს, როგორ წავიდა ჩემი გოგო სკოლაში, როგორ გაიზარდა.. შვილებთან დაახლოებასაც ვერ ასწრებ ისე იზრდებიან.. როცა სახლში ვარ, მთავარია ვიყოთ ერთად, თუნდაც მაღაზიაში ჩასვლა მოგვიწიოს, ვამბობთ, წამო, ერთად წავიდეთ.."